ალიმენტის დაკისრება - ადვოკატი - advokati / iuristi - იურისტი

ალიმენტი არ გადაიხადა ყოფილმა მეუღლემ? რა სამართლებრივი გზები გაქვთ საქართველოში
განქორწინების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი არის არასრულწლოვანი შვილის რჩენა. მაშინ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთ-ერთ მშობელს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა, მაგრამ იგი ამ ვალდებულებას არ ასრულებს, საქმე მხოლოდ ოჯახურ უთანხმოებას აღარ ეხება, ეს უკვე სამართლებრივი რეაგირების საფუძველია. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა და მისი შეუსრულებლობა იწვევს აღსრულების მექანიზმების ამოქმედებას.

თუ ყოფილი მეუღლე ალიმენტს არ იხდის, პირველ რიგში, შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარადგინოთ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. სწორედ ამ ეტაპიდან იწყება იძულებითი აღსრულების პროცესი. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია უზრუნველყოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი შესრულება და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმები ალიმენტის გადახდის დასაძალებლად.

აღსრულების წარმოების ფარგლებში შესაძლებელია მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა და მისი აქტივების მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. თუ ალიმენტის გადამხდელს სახელზე აქვს უძრავი ან მოძრავი ქონება, შესაძლებელია აღნიშნული ქონების დაყადაღება. თუ იგი დასაქმებულია და იღებს ხელფასს, შესაძლებელია თანხის პირდაპირი ჩამოჭრა მისი შემოსავლიდან. ასევე, კანონით გათვალისწინებულია სხვა იძულებითი ღონისძიებებიც, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების რეალურ დაცვას და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალიმენტის გადაუხდელობა მხოლოდ ფინანსური ვალდებულების შეუსრულებლობა არ არის. თუ დადგინდება, რომ ყოფილი მეუღლე განზრახ არიდებს თავს ალიმენტის გადახდას, მალავს შემოსავლებს, აფიქსირებს ქონებას სხვა პირებზე ან სხვა გზით აბრკოლებს აღსრულების პროცესს, შეიძლება დადგეს მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. ასეთ შემთხვევაში საქმეს უკვე უფრო სერიოზული სამართლებრივი შეფასება ეძლევა, რადგან ბავშვის რჩენის ვალდებულება სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებულად დაცულ ვალდებულებებს შორისაა.

პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც კრედიტორი მხარე მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოიფარგლება და არ იყენებს აღსრულების მექანიზმს სრულად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება, არამედ მისი აღსრულების ბოლომდე მიყვანა. ბავშვის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი არ არის ფორმალური ჩანაწერი - ეს არის შვილის კანონიერი უფლება და მშობლის პირდაპირი ვალდებულება.

თუ აღმოჩნდით სიტუაციაში, როდესაც ყოფილი მეუღლე ალიმენტს არ იხდის, დროული რეაგირება გადამწყვეტია. რაც უფრო სწრაფად დაიწყებთ აღსრულების პროცედურას, მით უფრო მაღალია შანსი, რომ დაკისრებული თანხა რეალურად იქნას ამოღებული. ასეთ საქმეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორი სამართლებრივი სტრატეგიის არჩევას, მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შეფასებას და ყველა შესაძლო აღსრულების მექანიზმის გამოყენებას.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ ალიმენტის გადაუხდელობის შემთხვევაში საქართველოს სამართლებრივი სისტემა გაძლევთ რეალურ ინსტრუმენტებს შვილის ინტერესების დასაცავად. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელია როგორც ქონების დაყადაღებით, ისე ხელფასიდან თანხის ამოჭრითა და სხვა იძულებითი ღონისძიებებით. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოვალე განზრახ ეწინააღმდეგება ამ პროცესს, შესაძლოა დადგეს მისი სამართლებრივი პასუხისგების საკითხიც.

ალიმენტი, ალიმენტი საქართველოში - როგორ ინიშნება, რამდენია მისი ოდენობა და რა უნდა იცოდეთ კანონით
ალიმენტი

ალიმენტი არის ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც მშობელს ეკისრება საკუთარი არასრულწლოვანი შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. იგი მოიცავს ბავშვის ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელ ხარჯებს, როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, განათლება, სამედიცინო მომსახურება და სხვა საჭიროებები.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვის შენახვის ვალდებულება ეკისრება ორივე მშობელს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი ერთად.

ვის ეკისრება ალიმენტის გადახდა

ალიმენტის გადახდის ვალდებულება ეკისრება იმ მშობელს, რომელიც არის შრომისუნარიანი და აქვს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

სასამართლო პრაქტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მშობლის ფინანსურ მდგომარეობას და დასაქმების ფაქტორს.

როგორ ხდება ალიმენტის დაკისრება

თუ მშობლებს შორის შეთანხმება ვერ მიიღწევა, ალიმენტის დაკისრება ხდება სასამართლოს გზით.

სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს:

ბავშვის საჭიროებებს

მშობლების ფინანსურ მდგომარეობას

ბავშვის ასაკსა და განვითარების პირობებს.

და ეკისრება იმ მშობელს, რომელიც ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში უშუალოდ არ მონაწილეობს.

როგორ განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა

ალიმენტის ოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.

სასამართლო პრაქტიკაში ხშირად ალიმენტი შეადგენს მშობლის შემოსავლის დაახლოებით მეოთხედს ან მესამედს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის ეფუძნება კონკრეტული საქმის გარემოებებს.

შესაძლებელია თუ არა ალიმენტის გაზრდა

თუ ბავშვის საჭიროებები გაიზარდა ან შეიცვალა მშობლის ფინანსური მდგომარეობა, შესაძლებელია სასამართლოს მიმართვა ალიმენტის ოდენობის გაზრდის მოთხოვნით.

ასეთი მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს მაშინ, როდესაც დადასტურდება, რომ ადრე განსაზღვრული თანხა აღარ არის საკმარისი ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

რა უნდა გააკეთოთ თუ მხარე ალიმენტს არ იხდის?

თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი არ გადაიხდება, შესაძლებელია მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

აღსრულების ბიურო უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს მოვალის ქონების მოძიებას, ანგარიშების დაყადაღებას და სხვა სამართლებრივ ღონისძიებებს.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

რამდენია ალიმენტი საქართველოში?
ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ბავშვის საჭიროებებისა და მშობლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით.

შეიძლება თუ არა ალიმენტის გაზრდა?
დიახ, შესაძლებელია სასამართლოს გზით ალიმენტის გაზრდის მოთხოვნა.

ეკისრება თუ არა ალიმენტი მშობელს, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს?
დიახ, ბავშვის ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება მშობელს ეკისრება

თუ გაქვთ კითხვები ალიმენტის დაკისრებასთან, ალიმენტის ოდენობასთან ან სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიული იურიდიული კონსულტაცია.

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე დაგეხმარებათ ალიმენტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების სწორად გადაწყვეტაში.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ განქორწინების შემდეგ შვილის ნახვის უფლებას არ გაძლევენ?
კითხვა–პასუხი ადვოკატ ნათია ნაკაშიძესთან

საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“

ოჯახური და ქონებრივი დავები ხშირად მოითხოვს სწრაფ და სწორ სამართლებრივ რეაგირებას. ქვემოთ გთავაზობთ აქტუალურ შეკითხვებზე პასუხებს კითხვა–პასუხის ფორმატში.

განქორწინებული ვარ და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შვილის ნახვის საშუალებას არ მაძლევენ. რა უნდა გავაკეთო?

პასუხი:
სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად. თუ მეორე მშობელი ხელს გიშლით, შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ჩართოთ სოციალური სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ძალით წაყვანა არ მოხდეს - ყველა ქმედება უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი სამართლებრივი რეაგირება სასამართლოს გზით.

ავტოფარეხზე დაშენებული საცხოვრებელი ფართი გვაქვს, თუმცა აზომვითი ნახაზი არასწორია და მეზობელი არ თანხმდება გასწორებაზე. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი:
თუ შეთანხმება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ რეალური საზღვრების დადგენისა და საჯარო რეესტრის მონაცემების კორექტირების მოთხოვნით. ასეთ საქმეებში ინიშნება ექსპერტიზა, რომელიც ადგენს ფაქტობრივ მდგომარეობას.

წლებია ვცხოვრობ დაურეგისტრირებელ სახლში და არანაირი დოკუმენტი არ მაქვს. შემიძლია საკუთრების დაკანონება?

პასუხი:
თუ ქონებას ფლობდით 2007 წლამდე და ფლობა იყო უწყვეტი და კეთილსინდისიერი, შესაძლებელია რეგისტრაცია მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე. საჭიროა აზომვითი ნახაზი და შესაბამისი პროცედურების გავლა საჯარო რეესტრში.

კომლიდან ამოწერილი ვარ. მაქვს თუ არა წილის მოთხოვნის უფლება?

პასუხი:
როგორც წესი, კომლიდან ამოწერის შემთხვევაში წილის მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა. თუმცა, თუ კომლის წევრი გარდაიცვალა 2019 წლის შემდეგ და თქვენ ხართ მისი კანონიერი მემკვიდრე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მემკვიდრეობის უფლებით.

ბინა მქონდა დაქირავებული ერთწლიანი ხელშეკრულებით, მაგრამ მესაკუთრე მეუბნება, რომ ბინა გაყიდა და უნდა დავცალო. რა ვადით შემიძლია დარჩენა?

პასუხი:
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კანონით შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთთვიანი ვადით საცხოვრებლის მოსაძიებლად.

ვარ 50%-იანი თანამესაკუთრე, მაგრამ ვერ ვსარგებლობ ქონებით. მეორე მესაკუთრე გაყიდვაზეც უარს ამბობს. რა გამოსავალი მაქვს?

პასუხი:
შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ ქონების გაყოფის მოთხოვნით. თუ ნატურით გაყოფა შეუძლებელია (მაგალითად, ტექნიკური ან ეკონომიკური მიზეზების გამო), შესაძლებელია ქონების რეალიზაცია და თანხის განაწილება წილების შესაბამისად.

მშენებარე ბინა რეგისტრირებული მაქვს ჩემს სახელზე, მაგრამ კომპანიასთან დავის გამო ქონებას ყადაღა დაედო. შემიძლია მოვითხოვო მოხსნა?

პასუხი:
თუ განშლა შესრულებულია და რეგისტრირებული ხართ როგორც მომავალი მესაკუთრე, კომპანიის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა არ გეკისრებათ. ყადაღის გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია ვადის დაცვა — განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში.

დედა გარდამეცვალა, ჩემი ძმა არ თანხმდება სამკვიდროს გახსნაზე. რა უნდა გავაკეთო?

პასუხი:
გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მოთხოვნით. თქვენი ძმის უარი არ ზღუდავს თქვენს უფლებას, დროული მოქმედება კი აუცილებელია.

ჯერ ოფიციალურად არ განვქორწინებულვარ და მალე უნდა ვიმშობიარო. მინდა ბავშვი ჩემს გვარზე დარეგისტრირდეს. შესაძლებელია?

პასუხი:
თუ მშობიარობის დროს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებით, ბავშვი დარეგისტრირდება მამის მონაცემებით. განქორწინების დასრულებამდე გვარის მინიჭება საჭიროებს მამის თანხმობას.

არასრულწლოვანი შვილი ფიქსირდება ბინის თანამესაკუთრედ. შეგვიძლია მისი გაყიდვა?

პასუხი:
არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს თანხმობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

კორპუსის პირველ სართულზე გახსნილმა ობიექტმა სუნი და დისკომფორტი გამოიწვია. რა უფლება გვაქვს?

პასუხი:
უნდა დადგინდეს, იცავს თუ არა ობიექტი ტექნიკურ და სანიტარულ ნორმებს. შეგიძლიათ მიმართოთ მერიის შესაბამის ზედამხედველობის სამსახურს.

მაქვს საბანკო ვალი, თუმცა ქონება ჩემს სახელზე არ ირიცხება. დედის ბინას ხომ არ შეექმნება საფრთხე?

პასუხი:
თუ თქვენი დედა არ არის სესხის თავდები და ბინა არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს, მის საკუთრებას საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვის სურვილი მშობლების გაშორების შემდეგ - რა მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოში?
მშობლების განშორება ყოველთვის რთული პროცესია - განსაკუთრებით მაშინ, როცა შუაში ბავშვია. ხშირად, ერთ-ერთი მშობელი ცდილობს ბავშვის დამოკიდებულების შეცვლას მეორე მშობლის მიმართ, რაც სერიოზულად აზიანებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და მომავალ ურთიერთობებს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ გაგვიზიარა გამოცდილება: „მე და მეუღლე განშორებულები ვართ. ბავშვი დედასთან ცხოვრობს, თუმცა ხშირად მისგან ცუდს ისმენს ჩემს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქვს ბავშვის ნახვისა და დროებით სახლში წაყვანის უფლება, ამას ძალიან მიჭირს. მხოლოდ ერთხელ, სოციალური მუშაკის დახმარებით შევძელი შვილის ჩემთან წაყვანა. ბავშვი ამბობს, რომ დედა ხშირად უყვირის და ჩემთან ცხოვრება უნდა. მაინტერესებს, სასამართლო რამდენად გაითვალისწინებს ბავშვის სურვილს?“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე  განმარტავს: „ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებით. განიხილება ყველა გარემოება - რომელ მშობელთან აქვს ბავშვს უფრო სტაბილური, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, რამდენად არის ადაპტირებული მიმდინარე საცხოვრებელ პირობებთან და როგორი ემოციური ბმა აქვს თითოეულ მშობელთან.“

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მოსაზრებას - თუ რომელ მშობელთან სურს მას ცხოვრება.
დღესდღეობით კანონმდებლობა აღარ აწესებს კონკრეტულ ასაკობრივ ზღვარს, რის შემდეგაც შეიძლება ბავშვის მოსმენა. მთავარია, რომ ბავშვი იყოს კომუნიკაბელური და შეძლოს საკუთარი სურვილის გამოთქმა.

სასამართლო ბავშვის მოსაზრებას აღიქვამს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოსაზრება ემყარება რეალურ ემოციურ მდგომარეობას და არა მშობელთა ზეწოლას.

რა უნდა იცოდეთ მშობლებმა?

1.ბავშვის ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტულია. სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ მშობლების სურვილის საფუძველზე. მთავარი არის ბავშვის კეთილდღეობა.

2. ბავშვის მოსმენა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკიდან. თუ ბავშვი შეიძლება თავისი აზრის ფორმულირება და მშვიდად საუბარი, სასამართლო აუცილებლად მოისმენს მის პოზიციას.

3. სოციალური მუშაკის როლი გადამწყვეტია. ისინი აფასებენ ოჯახის გარემოს, მშობელთა ქცევას და ამ დასკვნით ეხმარებიან სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებაში.

4. დამატებითი მტკიცებულებები მნიშვნელოვანია. მაგალითად: ფსიქოლოგის დასკვნა, სკოლიდან ინფორმაცია, ოჯახის გარემოს შეფასება და სხვა.

ბავშვის სურვილი სასამართლოსთვის უმნიშვნელო არაა - პირიქით, ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაქტორია საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას. მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილება ემსახურებოდეს ბავშვის მშვიდ ცხოვრებას, ემოციურ სტაბილურობას და დაცულ გარემოს.

ალიმენტის გადაუხდელობა საქართველოში - როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე ალიმენტს არ იხდის?
ალიმენტის გადაუხდელობა საქართველოში - როგორ მოვიქცეთ, როცა ყოფილი მეუღლე ალიმენტს არ იხდის? ამ თემაზე გვესაუბრება ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ,

შეკითხვა: „მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ოფიციალურად განვქორწინდით. სასამართლომ დააკისრა შვილისთვის ალიმენტი, მაგრამ არ იხდის. რა შეიძლება გავაკეთო?“

პასუხი: თუ ალიმენტი დაკისრებულია სასამართლოს მიერ და მაინც არ იხდება, პირველ რიგში მიმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარადგინეთ სააღსრულებო დოკუმენტი. ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს იძულებითი ზომები: ქონებაზე ყადაღა, ანგარიშებისა და ხელფასის დაქვითვა, ქონების რეალიზაცია და მოვალის მონაცემების შეტანა მოვალეთა რეესტრში. დაჟინებული თავიდან არიდებისას შესაძლოა დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე.

რას ნიშნავს ალიმენტის ვალდებულება? საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებს ევალებათ არასრულწლოვანი (და საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარო) შვილების სარჩენად უზრუნველყოფა; ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად.

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე , განმარტავს რომ პრაქტიკაში, გამონაკლისად, შესაძლებელია „წარსული დროის“ ალიმენტის დაკისრებაც ბოლო 3 წლის მონაკვეთში, როცა დადასტურებულია, რომ გადამხდელი თავს არიდებდა გადახდას.

რა იძულებით ზომები გამოიყენება პირის მიმართ ვინც ალიმენტს არ იხდის?

ხელფასიდან დაქვითვა: მოვალის დამსაქმებლის გავლით რეგულარული ჩამოჭრა.

ბანკებისა და ქონების დაყადაღება: უძრავ/მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება და საჭიროებისამებრ რეალიზაცია

მოვალეთა რეესტრი: მოვალის მონაცემების შეტანა საჯარო სიაში .

იმ შემთხვევაში როდესაც პირი/მოვალე ალიმენტს შეგნებულად არ იხდის სამართლოსგადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შესრულებისთვის ხელის შეშლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით ისჯება. ანუ, თუ მოვალი განზრახ არ ასრულებს ალიმენტს, შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება (როგორც უკიდურესი ბერკეტი).

გჭირდებათ ინდივიდუალური დახმარება? დაგვიკავშირდით ახლავე!

ალიმენტის გადახდის თავიდან აცილება - როგორ დავიცვათ შვილის უფლებები სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ
სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ სამართლებრივ საკითხს, რომელიც ხშირია განქორწინების შემდეგ - ალიმენტის გადახდის თავიდან აცილება.

ბევრი მშობელი, განქორწინების შემდეგ, ვერ ახერხებს ან განზრახ არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტს, რაც პირდაპირ არღვევს ბავშვის უფლებებს და საფრთხეს უქმნის მის კეთილდღეობას.

თუ სასამართლომ უკვე დაადგინა ალიმენტის გადახდის ვალდებულება და მეორე მხარე არ ასრულებს მას, თქვენ გაქვთ სრული უფლება მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ამისთვის საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის წარდგენა, რის შემდეგაც ბიურო იწყებს აღსრულების წარმოებას.

აღსრულების ბიუროს შეუძლია:

მოხდეს გადამხდელის ქონების დაყადაღება,

მისი ხელფასიდან თანხის ჩამოჭრა,

ან სხვა იძულებითი ღონისძიებების გატარება.

ეს ნიშნავს, რომ კანონი თქვენს მხარესაა, თუმცა აუცილებელია დოკუმენტურად და დროულად იმოქმედოთ.

თუ თქვენი ყოფილი მეუღლე განზრახ არ იხდის ალიმენტს, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, საქმე შეიძლება გადავიდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროში.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სანქციებს იმ პირების მიმართ, რომლებიც სისტემურად არღვევენ შვილზე ზრუნვის ვალდებულებას.

ეს შეიძლება მოიცავდეს:

ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას,

სისხლისსამართლებრივ დევნას,

ან გარკვეული უფლებების შეზღუდვას (მაგალითად, საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა).

ალიმენტის გადაუხდელობა არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი — ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა.
კანონი თქვენს მხარესაა, საჭიროა მხოლოდ მისი სწორად გამოყენება. ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გირჩევთ:

ა) იმოქმედეთ სამართლებრივად,
ბ) შეინარჩუნეთ დოკუმენტური მტკიცებულებები,
გ) და არ მისცეთ შანსი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.

გამოიყენეთ თქვენი უფლება - დაიცავით შვილის მომავალი დღესვე!

იურიდიული კითხვები და პასუხები, როგორ დავიცვათ თავი ქონებრივ და ფინანსურ დავებში
როგორ დავიცვათ თავი ფინანსურ და ქონებრივ დავებში ,აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებულიადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

1. როგორ გადავიფორმო გარდაცვლილი ოჯახის წევრის მანქანა?
მემკვიდრეობის მიღებისთვის საჭიროა მიმართოთ ნოტარიუსს და გახსნათ მემკვიდრეობის საქმე 6 თვის განმავლობაში. თუ ეს ვადა გასულია, აუცილებელია სასამართლოს გზით დაადგინოთ მემკვიდრეობის უფლება. მანქანის გადაფორმება მოხდება შესაბამისი საბუთების წარდგენის შემდეგ მემკვიდრეობის მოწმობა, სავალდებულო იდენტიფიკაციისა და ტექნპასპორტის საფუძველზე.

2. დამიყადაღეს ანგარიშები და ხელფასის 50%-ს მიჭრიან –შემიძლია დავიკავო ნაკლები?
შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარადგინოთ განცხადება მატერიალური მდგომარეობის დასაბუთებით. აუცილებლად დაურთეთ შემოსავლის და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. საბოლოო სიტყვა კრედიტორს ეკუთვნის, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად ხდება დაქვითვის შემცირება.

3. შპს აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ რეგისტრაციიდან არ არის მოხსნილი, რა გავაკეთო?
საჭიროა ლიკვიდაციის პროცედურის დაწყება: განცხადების შეტანა რეესტრში, ბოლო დეკლარაციების წარდგენა, ქონების ინვენტარიზაცია და საბანკო ანგარიშების დახურვა. პროცესი ხანგრძლივია და ხშირ შემთხვევაში იურისტის დახმარება საჭირო ხდება.

4. ბინა გაიყიდა შვილის სახელზე, მშობლები ქუჩაში რჩებიან შეიძლება რამე გაკეთდეს?
თუ შვილმა გაყიდა მის სახელზე რეგისტრირებული ქონება, ახალი მფლობელი ითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და აქვს უფლება გამოსახლოს ყოფილი მესაკუთრე. მხოლოდ სასამართლოში შესაძლებელია დავის გაჭიანურება, თუმცა საბოლოოდ ბინას მაინც ახალი მფლობელი მიიღებს.

5. ბანკში მაქვს ოვერდრაფტი, მხოლოდ პროცენტს ვიხდი და ძირი არ იფარება, რა გავაკეთო?
ოვერდრაფტი განსხვავდება ჩვეულებრივი სესხისგან, სანამ მთლიანად არ დაფარავთ თანხას, პროცენტები არ შეწყდება. გამოსავალია არსებული ოვერდრაფტის სრულად დაფარვა და შემდეგ ჩვეულებრივ სესხზე გადასვლა.

6. ვიყიდე ბინა, მაგრამ მდგმური არ გადის და ხელშეკრულებაც არ აქვს. როგორ მოვიქცე?
მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, თქვენ, როგორც ახალი მესაკუთრე, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ სარჩელით უკანონო მფლობელობიდან გამოთავისუფლების მოთხოვნით. სხვა კანონიერ გზას კანონი არ იძლევა.

7. ოჯახის წევრი დაკავებულია, მისი ვალი კი რჩება, შეიძლება ვინმემ გადაიხადოს?
დაკავება არ ათავისუფლებს პიროვნებას ვალდებულებებისგან. ვალი შეიძლება იძულებით აღსრულდეს და თუ რაიმე ქონება აქვს მისი სახელზე, ეს ქონება გამოიყენება დავალიანების დასაფარად. ოჯახის წევრებს ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრებათ, თუ ისინი თანამსესხებლები არიან.

8. შვილთან ურთიერთობას მიშლიან, რას ვქნა?
მშობელს არ აქვს უფლება ბავშვი მეორე მშობელთან კონტაქტზე არ გაუშვას. თუ თქვენთან ურთიერთობას შვილს მეუღლე უშლის, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ ბავშვისთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით.

9. მემკვიდრეობის ვადა გადამიცდა, როგორ დავამტკიცო უფლება?
მემკვიდრეობის 6-თვიანი ვადის შემდეგ საჭიროა სასამართლოს მიმართოთ. პროცესი ინდივიდუალურია და შეიძლება თვეები ან წლები გაგრძელდეს. სახელმწიფო ბაჟი 100 ლარია, ხოლო ადვოკატის მომსახურების ღირებულება შეთანხმებით განისაზღვრება.

10. მიწა ბანკში იპოთეკით მაქვს ჩადებული, შეუძლია თუ არა ბანკს სხვა ქონების გაყიდვა?
თუ ხელშეკრულებაში წერია, რომ პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ იპოთეკის საგნით, ბანკი ვერ გასცდება მიწას. თუმცა, თუ მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს და იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა ვალს ვერ ფარავს, ბანკს შეუძლია სხვა ქონებაზეც გადაიტანოს მოთხოვნა.

11. შემიძლია თუ არა დავიმტკიცო წინაპრის მიერ მიტოვებული მიწა?
ამას სჭირდება დეტალური შესწავლა, ვინ იყო მითითებული ძველ საკომლო ჩანაწერებში, ცოცხალია თუ არა მემკვიდრე, და ფაქტობრივად თუ ხდებოდა მიწის გამოყენება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეფასდეს, რეალური შანსია თუ არა საკუთრების აღიარებაზე სასამართლოში წარმატების მიღწევა.

ქორწინება და განქორწინება საქართველოში პროცედურები, პირობები და სამართლებრივი შედეგები
ქორწინება და განქორწინება საქართველოში: რას უნდა იცოდეთ -  აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებულიადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

ქორწინება არის როგორც ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. იგი იურიდიულ ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძენს, თუ რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან იუსტიციის სახლის ფილიალში. რეგისტრაცია აუცილებელია, რადგან მხოლოდ ამ გზით ვლინდება მეუღლეთა ნება კანონით განსაზღვრულ წესით.

ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს კანონმდებლობა რამდენიმე ძირითად მოთხოვნას ითვალისწინებს:

1) საქორწინო ასაკი - კანონის მიხედვით, სრულწლოვანება აუცილებელი წინაპირობაა.

2) ურთიერთ თანხმობა - ქორწინება ნებაყოფლობით უნდა დაიდოს.

3) დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობა - მაგალითად, უკვე არსებული ქორწინება, ახლო ნათესაური კავშირი და სხვა.

თუ ერთ-ერთი მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აუცილებელია მისი საქართველოში კანონიერად ყოფნა. რეგისტრაცია ხორციელდება ორი მოწმესთან ერთად, თუმცა ჩვენი საადვოკატო ბიურო კლიენტებს სთავაზობს მოწმის სერვისს, რაც პროცედურას ამარტივებს.

ქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ასევე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რეგისტრაციის ჩატარება სხვა ლოკაციაზეც.
ქორწინების რეგისტრაცია უფასოა სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, თუმცა დამატებითი სერვისების შემთხვევაში ფასები განსხვავდება.

ქორწინების შეწყვეტა: საქართველოს კანონმდებლობით ქორწინება წყდება სამი გზით:

ა) მეუღლის გარდაცვალება;

ბ) მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება;

გ) განქორწინება;

ყველაზე გავრცელებული ფორმაა განქორწინება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სასამართლოში. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა - პროცესი მხოლოდ სასამართლოს გზით მიმდინარეობს.

განქორწინება შესაძლებელია როგორც მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ასევე ერთ-ერთი მეუღლის მიერ. მეორე შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება (მაგალითად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა, თავისუფლების აღკვეთის განაჩენი და სხვ.).

რა დოკუმენტებია საჭირო განქორწინებისთვის როდესაც ორივე მხარე თანახმაა?

ა) ერთობლივი განცხადება;

ბ) ორივე მეუღლის პირადობის მოწმობა;

გ) ქორწინების მოწმობა.

გაითველისწინეთ! თუ ერთ-ერთი მეუღლე ცალმხრივად ითხოვს განქორწინებას, დამატებით საჭიროა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

განქორწინებისას მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანაბრად იყოფა. გამონაკლისია:

ა) ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ქორწინებამდე;

ბ) მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება;

გ) პირადი მოხმარების ნივთები (ძვირფასეულობის გარდა);

დ) პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები.

მნიშვნელოვანია, რომ საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ სამი წლის განმავლობაშია შესაძლებელი განქორწინების შემდეგ.

განქორწინებისას ხშირად იჩენს თავს დავა არასრულწლოვან ბავშვებზე. თუ მშობლები ვერ თანხმდებიან, ვინ დარჩება ბავშვთან, სასამართლო გადაწყვეტილებას ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ან შეთანხმებით, ან სასამართლოს გზით, ბავშვის საჭიროებებისა და მშობლის მატერიალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო კოდექსში ცვლილებაა. კერძოდ, უქმდება 1191 პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.

მ ა რ ტ ო ხ ე ლ ა დ ე დ ა - პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მ ა რ ტ ო ხ ე ლ ა მ ა მ ა - პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელობა აღარ ექნება ქორწინების რეგისტრაციისა და ბავშვის დაბადების აქტში დედის/მამის შესახებ ინფორმაციის არსებობა- არ არსებობის ფაქტს, ძალაში შედის 2022 წლის 1 ივლისიდან.

მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს. 2022 წლის ივლისიდან უკვე მთავარი მშობლის ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება და არა ის, რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ გაჩნდა თუ არა ბავშვი.

სასამართლომ უნდა შეაფასოს, ოფიციალური ქორწინების და ბავშვისთვის ორივე მშობლის არსებობის მიუხედავად, არის თუ არა ერთ-ერთი მშობელი მარტოხელა.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით კი, „მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.“

სარჩელის ავტორი სამი ფაქტობრივად მარტოხელა მშობელი იყო, ხოლო მოპასუხე – პარლამენტი, რომელმაც საქმის განხილვის დროს დაადასტურა, რომ კანონის ეს ჩანაწერი მართლაც პრობლემურია.

მაგალითად, მოსარჩელე ირმა გ. ფაქტობრივად მარტოხელა დედაა, ვისი ყოფილი ქმარიც სასამართლოს მიერ დაკისრებულ ალიმენტსაც კი არ იხდის.

„კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დღემდე აღუსრულებელია და აღსრულების ეროვნული ბიურო ვერაფერს აკეთებს, რადგან ვერ ხერხდება ალიმენტდაკისრებული პირის ფინანსების, ქონების მოძიება,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში. ირმას მარტოხელა დედის სტატუსი არ აქვს, რადგან იგი განქორწინებულია.

მეორე მოსარჩელე ელგა მ-ა. ისიც ფაქტობრივად მარტოხელა დედაა. ელგამ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე გააჩინა შვილი და ბავშვის სააქტო ჩანაწერში არ ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები.

„ელგა და მისი შვილი მუდმივად იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი ყოფილი პარტნიორის მხრიდან, რომელიც მათი თანასოფლელია. იგი მუდმივად ავრცელებდა სოფელში ცრუ ინფორმაციას და ლახავდა ელგას პატივსა და ღირსებას, თითქოს ბავშვის მამა სხვა ადამიანი იყო. მსგავსი ინფორმაციები ბავშვზეც უარყოფითად აისახებოდა.

ელგამ გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და ბიოლოგიური ანალიზის მეშვეობით დაედგინა მამობა. მას შემდეგ, რაც მამა ოფიციალურად დადგინდა და ბავშვის სააქტო ჩანაწერში მეორე მშობლის მონაცემები ჩაიწერა, ელგამ შეძლო ყოფილი პარტნიორისთვის დაემტკიცებინა სიმართლე, თუმცა ახლა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სტატუსი.

სასამართლოსთვის მიმართვამდე და ახლაც არაფერი შეცვლილა ელგას და მისი შვილის ცხოვრებაში, გარდა სააქტო ჩანაწერში მამის მონაცემების დაფიქსირებისა,“ – აღნიშნულია სარჩელში.

არც ელგას მიანიჭეს მარტოხელა დედის სტატუსი, რადგან ბავშვის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება მეორე მშობლის მონაცემები.

სარჩელის ავტორი იყო მარტოხელა მამაც – ლერი თ. მას ორი შვილი ჰყავს და გორში ცხოვრობს. ამ შემთხვევაში ბავშვების დედას სასამართლოს მიერ აქვს შეზღუდული მშობლის უფლება.

„მიუხედავად იმისა, რომ ლერი თ. ნამდვილად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიების შექმნას და მუნიციპალიტეტს აქვს სპეციალური პროგრამა მარტოხელა მშობლებისთვის, სამოქალაქო კოდექსი ბოჭავს მარტოხელა მამებს მიიღონ სტატუსი და ისარგებლონ მასთან დაკავშირებული სოციალური თუ სამართლებრივი გარანტიებით, რადგან კრიტერიუმები არ არის ობიექტური და სწორად მორგებული მარტოხელა მამებზეც,“ – აღნიშნულია სარჩელში.

„ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომელიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად მსგავსი საჭიროებები გააჩნიათ. შესაბამისად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა შესაბამისი სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან სრულად გამორიცხვით, სადავო რეგულირება ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ. ამასთან, დიფერენცირებას არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი,“ – მიიჩნევდნენ საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები.

საქართველოს პარლამენტის პოზიცია იყო ეს:

„სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენებამ ცხადი გახადა, რომ მას გარკვეული პრობლემური შინაარსი გააჩნია და ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული სტატუსის მიღების შესაძლებლობას ყველა იმ პირის მიერ, რომლებიც რეალურად ამ სამართლებრივი ურთიერთობის მიზნებისთვის მარტოხელა მშობლებად უნდა ითვლებოდნენ,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. სასამართლოს პოზიციით, დასახელებულ კატეგორიებს მიკუთვნებული პირები არსებითად მსგავსი საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა საჯარო ინტერესი, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას გაამართლებდა.

წყარო: ნეტგაზეთი