imigration lawyer in Georgia - ადვოკატი - advokati / iuristi - იურისტი

საქართველოში უცხოელის შრომითი საქმიანობის უფლება 2026 - სრული გზამკვლევი
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი

ხშირად დასმული კითხვები

რომელი სამართლებრივი აქტები არეგულირებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელის დასაქმებას ან თვითდასაქმებას?

ა) საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“; (დოკუმენტი იხილეთ - https://matsne.gov.ge/ka/document/view/2806732?publication=6)

ბ) საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 თებერვლის №70 დადგენილება, რომელიც ამტკიცებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს. (დოკუმენტი იხილეთ - https://matsne.gov.ge/document/view/6791218?publication=0

რა არის შრომითი საქმიანობის უფლება და ვინ გასცემს მას?

შრომითი საქმიანობის უფლება არის სპეციალური ნებართვა, რომელიც უცხოელს აძლევს უფლებას საქართველოში განახორციელოს შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის დისტანციურად).

მის საფუძველზე გაიცემა:

ა) D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა;

ბ) შრომითი ბინადრობის ნებართვა;

გ) IT სფეროს ბინადრობის ნებართვა.

უფლებას გასცემს სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“.

საქართველოში მყოფ რომელ კატეგორიის უცხოელებზე არ ვრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი?

კანონი არ ვრცელდება პირზე, რომელიც:

ა) არის ლტოლვილი, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის მქონე პირი, რომელსაც ეს სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიენიჭა;

ბ) საქართველოში რეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებლად;

გ) მუშაობს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, უცხო ქვეყნის საკონსულო დაწესებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციის კანონიერ წარმომადგენლობაში ან/და ორგანოში;

დ) არის საქართველოში კანონიერ საფუძველზე მოქმედი უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრედიტებული ჟურნალისტი საქართველოში;

ე) არის პირი, რომელზედაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების თანახმად ვრცელდება შრომითი მოწყობის ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებული წესი;

ვ) არის მოქმედი საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.

როდიდან მოქმედებს ახალი რეგულაციები?

ნორმები ძალაშია 2026 წლის 1 მარტიდან.

ა) უკვე მოქმედ თვითდასაქმებულებზე აღსრულების მექანიზმი ამოქმედდება 2026 წლის 1 მაისიდან.

ბ) ერთიან ბაზაში რეგისტრირებულმა აქტიურმა შრომითმა იმიგრანტებმა შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობა უნდა მოიპოვონ 2027 წლის 1 იანვრამდე.

,,შრომითი მიგრაციის შესახებ’’ კანონის თანახმად, ვინ არის შრომითი იმიგრანტი?

უცხოელი, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობა და საქართველოში:

ა) მუშაობს ან გეგმავს მუშაობას ადგილობრივ დამსაქმებელთან (მათ შორის დისტანციურად), ან

ბ) არის თვითდასაქმებული.

ვინ ითვლება ადგილობრივ დამსაქმებლად?

საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერად მცხოვრები პირი, რომელიც იყენებს უცხოელის შრომას.

ვინ არის თვითდასაქმებული უცხოელი?

უცხოელი, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობა და საქართველოში დამოუკიდებლად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას (ვაჭრობა, მომსახურება, პარტნიორობა, კონტრაქტორობა და სხვა) ფინანსური სარგებლის მისაღებად.

ვინ არის მომსახურების ორგანიზატორი?

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც თვითდასაქმებულ უცხოელთან აფორმებს გარიგებას, რის შედეგადაც უცხოელი იღებს ფინანსურ სარგებელს.

რა ფინანსური სანქციებია შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობისთვის?

კანონის დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმდება:

ა) დამსაქმებელი/მომსახურების ორგანიზატორი - 2 000 ლარი;

ბ) შრომითი იმიგრანტი - 2 000 ლარი;

გ) თვითდასაქმებული უცხოელი - 2 000 ლარი;

დ) განმეორებით შემთხვევაში - 4 000 ლარი.

შრომითი საქმიანობის უფლება მიიღება საქართველოში შემოსვლამდე თუ შემოსვლის შემდეგ?

უფლების მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოში შემოსვლამდე, ისე კანონიერად ყოფნის პერიოდში.

უფლება არ გაიცემა პირზე, რომელიც ქვეყანაში იმყოფება გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე.

შეუძლია თუ არა შრომითი საქმიანობის უფლების მქონე უცხოელს ნებისმიერ დამსაქმებელთან ან სფეროში საქმიანობა?

არა.

ა) შრომით იმიგრანტზე უფლება გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელთან და კონკრეტულ პოზიციაზე.

ბ) თვითდასაქმებულზე - უფლება გაიცემა კონკრეტული სპეციალობისა და საქმიანობის მითითებით.

უფლების სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია.

პოზიციის, დამსაქმებლის ან საქმიანობის სფეროს შეცვლის შემთხვევაში აუცილებელია ახალი განაცხადის დაფიქსირება და უფლების ხელახლა მოპოვება.

ცვლილება განახლების გარეშე გამოიწვევს 2 000 ლარის ჯარიმას და უფლების ვადამდე შეწყვეტას.

რა არის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის საფუძველი და რა კვოტებია 2026 წელს?

ა) შრომითი იმიგრანტისთვის საფუძველია შრომის ბაზრის მოთხოვნა და საჭიროებები.

ბ) თვითდასაქმებულისთვის – შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის სფერო.

დაბალკვალიფიციურ ან შრომის ბაზარზე ჭარბად წარმოდგენილ პროფესიებზე შეიძლება დაწესდეს წლიური კვოტები.

2026 წლის კვოტები:

ა) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც უკავშირდება საკურიერო მომსახურებას, წლიური კვოტაა – 0;

ბ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია მგზავრების გადაყვანასთან, წლიური კვოტაა – 0;

გ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტაა – 0;

დ) შრომით/სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისის მიწოდებასთან, წლიური კვოტა – 200.

ვის მიერ ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება?

შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული სამუშაო უფლებას მოიპოვებს თავად.

როგორია დამსაქმებლის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა?

ა) ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის განაცხადის გაკეთებამდე მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.moh.gov.ge) განათავსოს ინფორმაცია იმ ვაკანტური სამუშაო პოზიციის თაობაზე, რომელზეც აპირებს დაასაქმოს შრომითი იმიგრანტი.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.moh.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე, 10 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტო ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ განთავსებული ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატურ(ებ)ის მოძიებასა და დამსაქმებლისთვის მიწოდებას, ადგილობრივი დამსაქმებელი შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით, განცხადებით მიმართავს სააგენტოს და კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას (ჩამონათვალი იხ. აქ: https://matsne.gov.ge/document/view/6791218?publication=0 - დანართი N1). წარადგენს სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge.

გ) იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი უარს იტყვის სააგენტოს მიერ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.moh.gov.ge) განთავსებულ ვაკანსიაზე შეთავაზებულ კანდიდატ(ებ)ის მიღებაზე, იგი ვალდებულია შერჩევის პროცესის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული ფორმით აცნობოს სააგენტოს ამის შესახებ და დაასაბუთოს მისთვის შეთავაზებული კანდიდატურ(ებ)ის დაწუნების მიზეზ(ებ)ი. სააგენტო 3 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ მიზეზებს, მიიღებს გადაწყვეტილებას შრომითი საქმიანობის უფლების გასაცემად პროცესის გაგრძელების/არგაგრძელების თაობაზე და მიღებულ გადაწყვეტილებას ელექტრონული ფორმით აცნობებს დამსაქმებელს. გაგრძელების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს და წარადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას (ჩამონათვალი იხ. აქ: https://matsne.gov.ge/document/view/6791218?publication=0 - დანართი N1). სპეციალური ელექტრონული სისტემის საშუალებით შემდეგ მისამართზე: www.labourmigration.moh.gov.ge.

ზემოთხსენებული „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა არ ვრცელდება:

1) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე კომპანიაზე, ასევე „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლით გათვალისწინებულ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიაზე;

2) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრ საერთაშორისო ექსპერტებზე;

3) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამსაქმებლის მიერ განთავსებული მოთხოვნა ერთდროულად მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:

ა) ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის გათვალისწინებული ყოველთვიური შრომის ანაზღაურება აღემატება 15 000 ლარს (დარიცხული თანხა);

ბ) ვაკანტური სამუშაო პოზიციისთვის დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილია უმაღლესი განათლება იმ სპეციალობით, რომელიც დაკავშირებულია შესასრულებელ სამუშაოსთან და ობიექტურად მოითხოვება ამ სამუშაოს კვალიფიციურად შესასრულებლად.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ ზემოთხსენებული გამონაკლისებით გათვალისწინებული მოთხოვნის წამოყენებისას არ იკვეთება სამუშაოს კონკრეტული უცხოელის მიერ პირადად შესრულების მნიშვნელობა და აუცილებლობა, სააგენტო უფლებამოსილია ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების, აგრეთვე, საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების (შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა, სამუშაოს შესასრულებლად ინდივიდუალური მახასიათებლების საჭიროება, შემსრულებლის რეპუტაცია, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესი ან/და სხვა ფაქტორები) გათვალისწინებით, აღნიშნულ სამუშაო პოზიციაზე გაავრცელოს „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ხოლო საჭიროებისამებრ დამატებით სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებასთან. აღნიშნული საკითხის შეთანხმების თაობაზე ეცნობება განმცხადებელს და შეთანხმების მოპოვებამდე ამ დადგენილებით განსაზღვრული ვადების დინება ჩერდება.

სააგენტო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა არაუმეტეს 10 კალენდარული დღის ვადაში, რომლის წარმოუდგენლობის ან/და არ აღმოფხვრის შემთხვევაში სააგენტო შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას და ამის შესახებ დამსაქმებელს აცნობებს ელექტრონული ფორმით.

როგორია თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა?

თვითდასაქმებული უცხოელი:

ა) ელექტრონულად მიმართავს სააგენტოს (დანართი №2) https://matsne.gov.ge/document/view/6791218?publication=0;

ბ) წარადგენს დოკუმენტაციას;

გ) გადის სავალდებულო ვიდეოგასაუბრებას და ადასტურებს განაცხადს.

სააგენტოს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია (10 კალენდარული დღე). ხარვეზის არაღმოფხვრის შემთხვევაში მიიღება უარი.

რა ვადებში გასცემს სააგენტო შრომითი საქმიანობის უფლებას?

სრულყოფილი განაცხადის მიღებიდან:

ა) სტანდარტული წესით - არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;

ბ) დაჩქარებული წესით - არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

შესაძლო გადაწყვეტილება:

ა) გაცემის შესახებ;

ბ) უარის შესახებ.

უარის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ხელახალი განაცხადი შესაძლებელია მინიმუმ 1 თვის შემდეგ.

რა არის უარის თქმის საფუძვლები?

ა) არასრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია (10 დღეში არ აღმოიფხვრა);

ბ) ვადის დარღვევით წარდგენილი გაგრძელების განაცხადი;

გ) შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შეუსაბამობა ან კვოტის ამოწურვა;

დ) გაძევების პროცესის დაწყება ან მიღებული გადაწყვეტილება.

შესაძლებელია თუ არა უარის გასაჩივრება?

დიახ, სასამართლოში - გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

გასაჩივრება:

ა) არ ანიჭებს მუშაობის უფლებას;

ბ) არ აჩერებს ქვეყნიდან გასვლის ვალდებულებას;

გ) არ აფერხებს გაძევების პროცესს ან მის აღსრულებას.

შესაძლებელია თუ არა ხელახალი განაცხადის წარდგენა?

დიახ. უარის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში განცხადება შეიძლება ხელახლა წარედგინოს მინიმუმ 1 თვის შემდეგ.

როდის შედის ძალაში შრომითი საქმიანობის უფლება და რა ვადით გაიცემა?

შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული/თვითდასაქმებული უცხოელისა) პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის ამ უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვას) და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთების მომენტში უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვას, პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის სააგენტოს მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის დღიდან და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან 6 თვიდან 1 წლამდე ვადით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/ თვითდასაქმებულ უცხოელზე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უცხოელი უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვას) პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის ამ უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მიღების დღიდან და მოქმედებს ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებულ/ თვითდასაქმებულ უცხოელზე, რომელიც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მიზნით განაცხადის გაკეთების მომენტში უკვე ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიის ბინადრობის ნებართვას, პირველ ჯერზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ძალაში შედის სააგენტოს მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის დღიდან და მოქმედებს ამ უფლების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით.

შესაძლებელია თუ არა შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება?

დიახ.

ა) დამსაქმებელი/თვითდასაქმებული ვალდებულია განცხადებით მიმართოს სააგენტოს სპეციალური ელექტრონული სისტემის (labourmigration.moh.gov.ge) საშუალებით ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე და განაახლოს წარდგენილი ინფორმაცია.

ბ) სააგენტო გადაწყვეტილებას აცნობებს არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

ვადები:

გ) პირველი 5 წლის განმავლობაში - ყოველ ჯერზე არაუმეტეს 1 წლით;

დ) 5 წლის უწყვეტი გაგრძელების შემდეგ - ყოველ ჯერზე 1-დან 5 წლამდე;

ე) IT სფეროში დასაქმებული/თვითდასაქმებული უცხოელი - ყოველ ჯერზე არაუმეტეს 3 წლით.

შესაძლებელია შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტა?

ა) ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა ან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა;

ბ) თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად არ მუშაობს/არ საქმიანობს იმ პოზიციაზე/სფეროში, რაზეც გაცემულია შრომითი საქმიანობის უფლება და სააგენტო ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული;

გ) თუ მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფაქტობრივად მუშაობს/საქმიანობს სააგენტოს მიერ გაცემული უფლებით განსხვავებულ პოზიციაზე/სფეროში ან განსხვავებული პირობებით და სააგენტო ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული;

დ) შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას D1 კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გასვლის ან შეწყვეტის მომენტში ბინადრობის ნებართვა არ ექნება მოპოვებული;

ე) შრომითი იმიგრანტისთვის/თვითდასაქმებული უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა;

ვ) შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის მიერ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად დადგენილ ვადაში განცხადების წარუდგენლობა;

ზ) შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტზე/თვითდასაქმებულ უცხოელზე D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის, შრომითი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება;

თ) შრომითი იმიგრანტის/თვითდასაქმებული უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება;

ი) თვითდასაქმებული უცხოელის მიერ საქართველოს საზღვრების უწყვეტად 6 თვეზე მეტი პერიოდით დატოვება.სააგენტო, შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, ელექტრონული ფორმით ინფორმაციას უგზავნის ადგილობრივ დამსაქმებელს და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

შრომითი იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შეწყვიტოს აღნიშნულ შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და სააგენტოს, შრომითი მიგრაციის სპეციალური ელექტრონული სისტემის www.labourmigration.moh.gov.ge საშუალებით წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან ცვლილების შემთხვევაში, სააგენტოს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია?

დიახ.

ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, ცვლილების ან ვადის გაგრძელების შემთხვევაში ინფორმაცია სააგენტოს უნდა წარედგინოს 5 კალენდარული დღეში ელექტრონული სისტემის https://labourmigration.moh.gov.ge/ საშუალებით.

სანქცია:

ა) 1 000 ლარი;

ბ) განმეორებით – 2 000 ლარი.

რა ღირს შრომითი საქმიანობის უფლება და ვინ იხდის საფასურს?

საფასური:

ა) 30 კალენდარულ დღეში გაცემის შემთხვევაში - 200 ლარი;

ბ) 10 სამუშაო დღეში (დაჩქარებული) - 400 ლარი;

გ) ვადის გაგრძელება (30 დღემდე) - 200 ლარი.

ვინ იხდის:

ა) შრომითი იმიგრანტისთვის - ადგილობრივი დამსაქმებელი;

ბ) თვითდასაქმებულისთვის - თავად თვითდასაქმებული.

გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ელექტრონული სისტემის საშუალებით.

რა პროცედურებია სავალდებულო უფლების მიღების შემდეგ?

შრომითი იმიგრანტი:

ა) თუ საქართველოში არ იმყოფება - 30 კალენდარულ დღეში მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს D1 ვიზისთვის;

ბ) თუ საქართველოში იმყოფება - 10 კალენდარულ დღეში მიმართავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შრომითი ან IT ბინადრობის ნებართვისთვის.

გამონაკლისი:

ა) უკვე მოქმედი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;

ბ) სრულად დისტანციური საქმიანობა, რომელიც საქართველოში შემოსვლას არ საჭიროებს.

რომელი უწყებები ახორციელებენ მონიტორინგსა და კონტროლს?

ა) სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო - ახორციელებს მონიტორინგს შრომითი საქმიანობის უფლების პირობების დაცვის მიზნით.

ა) დარღვევის შემთხვევაში ინფორმაცია ეგზავნება შრომის ინსპექციის სამსახურს, რომელიც აკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას (კანონის შესაბამისი მუხლების საფუძველზე).

ბ) კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნის გამოვლენისას ინფორმაცია ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გ) შსს უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი და დააკისროს პასუხისმგებლობა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ - 2026 წლის ცვლილებები
საქართველოში უცხოელთა დასაქმების რეგულაციები მნიშვნელოვნად იცვლება.
2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა ახალი წესები, რომლებიც სავალდებულოს ხდის შრომითი საქმიანობის უფლებას და ამკაცრებს ადმინისტრაციულ კონტროლს.

თუ თქვენ ეძებთ:

საქართველოს კანონს შრომითი მიგრაციის შესახებ

უცხოელის დასაქმების წესებს

შრომითი საქმიანობის უფლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას

2026 წლის ცვლილებებს

ეს სტატია წარმოადგენს სრულ, პრაქტიკულ და იურიდიულ გზამკვლევს.

რას არეგულირებს საქართველოს კანონი შრომითი მიგრაციის შესახებ? საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ განსაზღვრავს:

✔ საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დასაქმების წესს (შრომითი ემიგრაცია)
✔ უცხოელთა საქართველოში დასაქმების პირობებს (შრომითი იმიგრაცია)
✔ დამსაქმებელთა ვალდებულებებს
✔ საშუამავლო კომპანიების რეგულირებას
✔ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას
✔ სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს

კანონი წარმოადგენს ძირითად სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც არეგულირებს საქართველოში უცხოელთა შრომით საქმიანობას.

2026 წლის 1 მარტიდან რა შეიცვალა?

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა შრომითი საქმიანობის უფლების სავალდებულო გახდომა.

2026 წლიდან უცხოელს, რომელიც საქართველოში ახორციელებს ანაზღაურებად საქმიანობას, სჭირდება:

✅ შრომითი საქმიანობის უფლება
✅ D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან შრომითი ბინადრობის ნებართვა
✅ კანონით განსაზღვრული რეგისტრაცია

ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ შრომითი ხელშეკრულება აღარ არის საკმარისი.

რა უნდა იცოდეს დამსაქმებელმა? თუ კომპანია ასაქმებს უცხოელს, იგი ვალდებულია:

გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება კანონით განსაზღვრული პირობებით

უზრუნველყოს შრომითი საქმიანობის უფლების მიღების პროცედურა

დაარეგისტრიროს უცხოელი შესაბამის სისტემაში

აცნობოს სახელმწიფო ორგანოს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ

დარღვევა იწვევს ფინანსურ სანქციებს.

რა ჯარიმებია გათვალისწინებული? 2026 წლის რეგულაციები ითვალისწინებს:

2 000 ლარიან ჯარიმას შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობისთვის

ჯარიმას როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე უცხოელისთვის

განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში – ორმაგ და სამმაგ სანქციებს

რეგისტრაციის შეწყვეტასა და შესაძლო გაძევების პროცედურას

ბიზნესისთვის ეს წარმოადგენს რეალურ სამართლებრივ რისკს.

ვის ეხება ეს კანონი? კანონი ეხება:

საქართველოში დასაქმებულ უცხოელებს

თვითდასაქმებულ უცხოელებს

ქართულ კომპანიებს

ინდივიდუალურ მეწარმეებს

საერთაშორისო ორგანიზაციებს

HR მენეჯერებს და იურისტებს

რატომ არის ეს კანონი მნიშვნელოვანი? 2026 წლის ცვლილებებმა:

გააძლიერა შრომის ბაზრის სახელმწიფო კონტროლი

დააწესა ახალი ადმინისტრაციული მექანიზმები

გაზარდა ბიზნესის პასუხისმგებლობა

შექმნა ახალი სამართლებრივი სტანდარტი უცხოელთა დასაქმებისთვის

ნებისმიერი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს უცხოელთან, ვალდებულია გაითვალისწინოს ახალი რეგულაციები.

საქართველოს კანონი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ სრული ტექსტით, მოქმედი რედაქციით და ყველა ცვლილებით ხელმისაწვდომია ჩვენს ბმულზე: https://shorturl.at/Maps0

თუ თქვენ ხართ:

უცხოელი დასაქმებული

ბიზნესის მფლობელი

HR მენეჯერი

იურისტი

ან გეგმავთ უცხოელის დასაქმებას საქართველოში

აუცილებელია 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებული რეგულაციების გათვალისწინება.

Foreign Nationals Prohibited from Working as Couriers and Taxi Drivers in Georgia - Government Establishes Zero Quota
Overview of the New Regulatory Framework

The Government of Georgia has introduced substantial amendments to the legal framework governing the employment of foreign nationals within its jurisdiction. Pursuant to a recently enacted governmental decree regulating the issuance of work authorization to labor immigrants and self-employed foreign citizens, specific sectors have now been subjected to a zero-quota regime.

This regulatory measure effectively prohibits foreign nationals who do not hold permanent residence status in Georgia from engaging in certain categories of economic activity.

Mandatory Work Authorization Requirement

Under the new regulatory scheme, any foreign national lacking permanent residency who intends to carry out professional or entrepreneurial activity in Georgia is required to obtain a formal Work Authorization Permit.

The authority responsible for reviewing and issuing such permits is the State Employment Promotion Agency.

However, the Government has simultaneously implemented a quota allocation mechanism across designated occupational sectors. Where the quota is set at zero, the competent administrative authority is legally bound to refuse the issuance of work authorization.

Professions Subject to Zero Quota

According to the annex accompanying the governmental decree, the following sectors are subject to a zero quota allocation:

Courier services

Passenger transportation services (including taxi operations and similar transport activities)

Tour guide services

A zero quota signifies that no work authorization permits may be granted in these occupational categories to foreign nationals without permanent residence status.

In practical legal terms, this constitutes a complete administrative prohibition of employment within the aforementioned sectors for the affected category of foreign citizens.

Legal Consequences of the Zero-Quota Mechanism

The governing regulation expressly stipulates that the Agency shall deny an application where the relevant occupational category falls within a quota-restricted list and the allocated limit has been exhausted or established as zero.

Given that the quota for couriers, taxi drivers, and tour guides has been fixed at zero, the issuance of work authorization in these fields is legally impossible.

Only foreign nationals holding permanent residence status may continue to lawfully engage in such activities.

Exception for Highly Qualified Specialists

The regulatory framework provides a narrowly tailored exemption for highly qualified professionals. Specifically, simplified access to work authorization may be available where:

The gross monthly remuneration exceeds GEL 15,000; and

The position requires higher education qualifications.

However, due to the intrinsic nature and remuneration structure of courier, taxi driving, and tour guiding services, these occupations do not realistically fall within the scope of the highly qualified specialist exemption.

Accordingly, no alternative lawful pathway remains available for foreign nationals seeking employment in these sectors.

Transitional Provisions

Recognizing that certain foreign nationals are currently engaged in the affected professions, the Government has introduced transitional measures:

Self-employed individuals (couriers and drivers): Enforcement mechanisms shall become applicable as of May 1, 2026.

Registered labor immigrants already listed in the official database: A compliance period has been granted until January 1, 2027, for the regularization of their legal status.

Following the expiration of these transitional deadlines, non-compliance may trigger administrative sanctions under applicable legislation.

Quotas in Other Sectors and Applicable Fees

While certain sectors have been closed under the zero-quota model, others remain subject to limited quota allocations. For example, mountain guides are subject to a capped allocation of 200 permits.

In such cases, the issuance of work authorization is subject to administrative fees:

Standard review (30 calendar days): GEL 200

Expedited review (10 working days): GEL 400

Exemptions from Vacancy Publication Requirements

The decree further exempts certain categories of employers from the obligation to publicly advertise vacancies prior to employing foreign nationals. These exemptions apply to:

International companies and innovative startups;

International experts engaged in the field of education;

Highly remunerated positions (exceeding GEL 15,000 gross) requiring higher academic qualifications.

უცხოელებისთვის კურიერად და ტაქსის მძღოლად მუშაობა აიკრძალა / ნულოვანი კვოტა და ახალი შრომითი რეგულაციები საქართველოში
უცხოელებისთვის კურიერად და ტაქსის მძღოლად მუშაობა აიკრძალა, რას ნიშნავს ნულოვანი კვოტა?

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი დადგენილება არსებითად ცვლის უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შრომითი საქმიანობის რეგულირების წესს. დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელების საქმიანობის უფლებას, აწესებს მკაცრ შეზღუდვებს კონკრეტულ სექტორებში.

მთავარი სიახლე არის ე.წ. ნულოვანი კვოტის განსაზღვრა გარკვეულ პროფესიულ კატეგორიებზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროებში უცხოელთა დასაქმების სრულ აკრძალვას.

რა შეიცვალა ახალი რეგულაციით?

ახალი წესის თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც გეგმავს საქმიანობას მომსახურების სფეროში, სავალდებულოა მიიღოს „შრომითი საქმიანობის უფლება“.

ამ უფლების გაცემაზე უფლებამოსილია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

თუმცა, კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული დანართის მიხედვით, რამდენიმე მიმართულებით სახელმწიფომ კვოტა ნულამდე შეამცირა.

საქმიანობები, რომლებზეც დაწესდა ნულოვანი კვოტა

ახალი რეგულაციის შესაბამისად, უცხოელებისთვის დაიხურა შემდეგი სფეროები:

საკურიერო მომსახურება – კვოტა 0

მგზავრთა გადაყვანა (ტაქსი და მსგავსი ტრანსპორტი) – კვოტა 0

გიდის მომსახურება – კვოტა 0

ნულოვანი კვოტა ნიშნავს, რომ ამ მიმართულებებზე შრომითი საქმიანობის უფლება არ გაიცემა, რადგან კანონით სააგენტო ვალდებულია უარი თქვას განაცხადის დაკმაყოფილებაზე, თუ შესაბამის პროფესიულ კატეგორიაში კვოტა ამოწურულია ან განსაზღვრულია ნულით.

შესაბამისად, სამართლებრივად, აღნიშნულ სექტორებში უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დასაქმება შეუძლებელი ხდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას აქვს მუდმივი ბინადრობის უფლება.

არსებობს თუ არა გამონაკლისი?

კანონი ითვალისწინებს სპეციალურ გამონაკლისს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისთვის. კერძოდ, თუ:

ანაზღაურება აღემატება 15 000 ლარს (დარიცხული);

პოზიცია მოითხოვს უმაღლეს განათლებას;

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის პროცედურის გამარტივება.

თუმცა, კურიერის, ტაქსის მძღოლისა და გიდის საქმიანობა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, პრაქტიკულად ვერ ექცევა აღნიშნულ კატეგორიაში. შედეგად, რეალურად, ამ პროფესიებისთვის ლეგალური დასაქმების ალტერნატიული გზა არ არსებობს.

გარდამავალი პერიოდი , ვის რა ვადა აქვს?

მთავრობამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გარკვეული უცხოელები უკვე საქმიანობენ აღნიშნულ სფეროებში და განსაზღვრა ეტაპობრივი ამოქმედების მექანიზმი.

📅 თვითდასაქმებულებისთვის (კურიერები, მძღოლები):
აღსრულების მექანიზმი გავრცელდება 2026 წლის 1 მაისიდან.

📅 უკვე რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტებისთვის:
სტატუსის შესაბამისობაში მოყვანის ვადა განისაზღვრა 2027 წლის 1 იანვრამდე.

ეს ნიშნავს, რომ მითითებული თარიღების შემდეგ შესაბამისი რეგულაციის დარღვევა გამოიწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

რა ხდება სხვა სექტორებში?

მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვებისა, რიგ საქმიანობებზე კვოტა კვლავ მოქმედებს. მაგალითად, სამთო გამყოლების შემთხვევაში განსაზღვრულია 200-კაციანი ლიმიტი.

ამ სფეროებში შრომითი საქმიანობის უფლების მიღება ფასიანია:

სტანდარტული პროცედურა (30 კალენდარული დღე) – 200 ლარი;

დაჩქარებული პროცედურა (10 სამუშაო დღე) – 400 ლარი.

ვინ თავისუფლდება ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნების ვალდებულებისგან?

დადგენილება დამატებით განსაზღვრავს გამონაკლისებს, როდესაც დამსაქმებელი გათავისუფლებულია ვაკანსიის საჯაროდ გამოცხადების ვალდებულებისგან. ეს ეხება:

საერთაშორისო კომპანიებსა და ინოვაციურ სტარტაპებს;

განათლების სფეროში მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებს;

მაღალანაზღაურებად პოზიციებს (15 000 ლარზე მეტი), რომლებიც მოითხოვს შესაბამის აკადემიურ კვალიფიკაციას.

Georgia Work Permit Reform 2026: Working Without Authorization Is Now Illegal
Georgia has long been recognized as one of the most open jurisdictions for foreign professionals, entrepreneurs, and digital nomads. Visa-free entry for citizens of numerous countries, simplified tax regimes, and the possibility to register as an Individual Entrepreneur within days created an exceptionally flexible legal environment. For years, foreign nationals could legally reside in Georgia and begin working without obtaining a separate work permit.

That framework has now fundamentally changed.

As of March 1, 2026, most foreign nationals must obtain a government-issued Right to Labour Activity permit before engaging in employment, freelance work, or business activity in Georgia. Working without this authorization is illegal and subject to financial penalties and administrative consequences.

What Changed in 2026?

The reform follows amendments to the Law on Labour Migration and the Law on the Legal Status of Foreigners. The procedural rules were finalized through Government Decree №70, which establishes the mechanisms, deadlines, exemptions, and enforcement procedures of the new system.

Under the new legal regime, holding a valid visa or temporary residence permit no longer automatically grants the right to work. Foreign nationals must obtain a separate labor authorization unless they fall within a specific exempt category.

The state’s objective is to introduce greater oversight of foreign labor participation, ensure alignment with domestic employment policy, and close regulatory gaps that previously allowed economic activity without prior authorization.

Who Must Obtain a Work Permit?

From March 1, 2026, any foreign national who does not hold a permanent residence permit or an investment residence permit must secure a Right to Labour Activity permit before starting paid activity in Georgia.

This requirement applies to individuals employed by Georgian companies, freelancers providing services locally, and foreigners registered as Individual Entrepreneurs. Even if a foreigner already resides legally in Georgia under a temporary residence permit, employment or business activity requires additional authorization.

Who Is Exempt?

Certain categories remain outside the scope of the mandatory permit system. Recognized refugees and asylum seekers are exempt, as are employees of accredited diplomatic missions and international organizations. Accredited foreign journalists and holders of permanent or investment residence permits are also not required to obtain the additional authorization.

Foreign nationals who reside in Georgia but work exclusively for foreign employers or clients without any Georgian business registration or local economic footprint may potentially fall outside the requirement. However, practical interpretation of this category will depend on further regulatory clarification.

How the Application Process Works

The application process differs depending on whether the foreigner is employed by a Georgian company or operates independently.

In employment-based cases, the Georgian employer must first advertise the vacancy on the national employment portal for at least ten working days. This step is intended to demonstrate that no suitable Georgian candidate is available. After this period, the employer may submit the work permit application to the State Employment Promotion Agency.

Certain employers are exempt from the labor market testing requirement. Companies holding International Company status under the Tax Code, accredited academic institutions, and employers offering positions with monthly salaries exceeding 15,000 GEL that objectively require higher education qualifications may proceed without completing the vacancy posting stage.

Self-employed foreigners, including Individual Entrepreneurs, must apply independently through the electronic Labour Migration portal. The procedure requires submission of identification documents, proof of legal stay, business registration materials, evidence of qualifications, and either a business plan or proof of existing economic activity. Applicants must also complete a mandatory video interview with the Agency.

The standard processing period is thirty calendar days. An expedited option is available, reducing the review period to ten working days for a higher state fee.

Restricted Sectors

Government Decree №70 introduces strict restrictions in certain occupations. Foreign nationals are prohibited from obtaining work authorization for courier services, passenger transport driving, and tourist guide activities. These zero-quota limitations apply regardless of employer sponsorship or individual application.

Penalties for Non-Compliance

The financial consequences for working without authorization are significant. A first violation results in a fine of 2,000 GEL imposed on both the foreign worker and the employing company. Repeated violations within a twelve-month period trigger increased penalties, with fines doubling for the second offense and tripling for subsequent breaches.

Authorities are empowered to conduct workplace inspections, impose sanctions, and, where appropriate, initiate deportation procedures. A work permit may also be revoked if the employment relationship ends, if the foreigner leaves Georgia for more than six consecutive months, or if residence documentation expires.

Transitional Deadlines

Foreign nationals who were already registered in the Labour Migration system with active status as of March 1, 2026 are granted a transitional period to regularize their status. They must obtain the required work permit and corresponding residence documentation by January 1, 2027.

Self-employed foreigners who were operating prior to the reform face enforcement starting May 1, 2026. Individuals who were not previously registered must comply with the new requirements immediately.

What This Means for Foreign Professionals and Businesses

Georgia retains many of its attractive features, including competitive tax regimes, visa-free entry for numerous nationalities, and business-friendly incorporation procedures. However, the legal environment has shifted from informal accessibility to structured regulation.

Foreign professionals must now treat work authorization as a mandatory precondition for economic activity. Employers must reassess recruitment timelines, conduct compliance checks, and ensure that foreign staff hold valid permits before engagement.

The 2026 reform marks a decisive transition in Georgia’s migration policy. The country remains open to international talent, but participation in its labor market now requires formal authorization, documented qualifications, and adherence to procedural requirements.

For foreign nationals planning to live and work in Georgia, early legal assessment and proper documentation are no longer optional. They are essential.

უცხოელთან ქორწინების შემთხვევაში საქართველოში განქორწინება - რა უნდა იცოდეთ?
განქორწინება უცხოელთან - საქართველოში

ჩნდება კითხვა – როგორ ხდება განქორწინება საქართველოში, როცა მეუღლე უცხოელია და არ ჩამოდის ქვეყანაში? ამ თემაზე განმარტებას გვაწვდის ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

„ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით განქორწინების მოთხოვნით. სასამართლო იღებს სარჩელს წარმოებაში და აგზავნის მას იმ მისამართზე, სადაც ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ან ბოლოს ცხოვრობდა.

თუ მეორე მხარე გამოთქვამს სურვილს, შეუძლია შეიტანოს შესაგებელი და დაესწროს პროცესს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს აქვს უფლება, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ განქორწინება შესაძლოა დასრულდეს ისე, რომ მეუღლე პროცესში ფიზიკურად არ მონაწილეობდეს,“ - განმარტავს ადვოკატი ნაკაშიძე.

იურიდიული წარმომადგენლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება საერთაშორისო ელემენტს - ანუ ერთ-ერთი მეუღლე არის უცხოელი მოქალაქე. პროფესიონალი ადვოკატი დაგეხმარებათ სწორად შეადგინოთ დოკუმენტები, მოიძიოთ საჭირო მტკიცებულებები და თავიდან აიცილოთ პროცედურული შეცდომები.

“ სასამართლო პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე მხარე საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა კანონი სრულად იცავს მოქალაქის უფლებას, მიიღოს განქორწინება მიუხედავად მეუღლის არყოფნისა.“

თუ თქვენ ხართ საქართველოში და თქვენი მეუღლე - სხვა ქვეყანაში, განქორწინება მაინც შესაძლებელია სასამართლოს გზით. მთავარია, სარჩელი იყოს სწორად შედგენილი და ყველა პროცედურა დაცული აღნიშნავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

პენსია იტალიაში - 4 კატეგორია
ოჯახის დამხმარეთა საპენსიო უფლებები იტალიაში

იტალიაში დასაქმებული ოჯახების დამხმარეებისთვის ხელმისაწვდომია პენსიის რამდენიმე კატეგორია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამის საგადასახადო (საპენსიო) შენატანების მოთხოვნებს:

ასაკობრივი სახელმწიფო პენსია (Pensione di vecchiaia)
ასაკობრივი სახელმწიფო პენსია არის ძირითადი საპენსიო სარგებელი, რომლის მიღების აუცილებელი პირობაა:

67 წლის ასაკის მიღწევა;

მინიმუმ 20 წლის განმავლობაში (1040 კვირა) INPS-ის სისტემაში განხორციელებული საპენსიო შენატანები.

ინვალიდობის პენსია (Pensione di invalidità)
ინვალიდობის პენსიას იღებენ პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (შშმ), რომლის მინიმალური მაჩვენებელი უნდა იყოს 74%-ზე მეტი. ამ სტატუსს ადგენს შესაბამისი სამედიცინო კომისია.

დაგვიანებული ასაკობრივი პენსია (Pensione di vecchiaia contributiva tardiva)
ეს პენსია განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც სტანდარტული ასაკობრივი პენსიის პირობებს სრულად ვერ აკმაყოფილებენ. აუცილებელი პირობებია:

მინიმალური ასაკი 71 წელი;

მინიმუმ 5 წლის (520 კვირა) კონტრიბუტების არსებობა, რომელიც განხორციელებულია 1996 წლის შემდეგ (ახალი საპენსიო სისტემის პირობების შესაბამისად);

მუდმივი საცხოვრებელი მისამართის ქონა იტალიაში.

სოციალური პენსია (Assegno sociale)
სოციალური პენსია ენიჭებათ იმ პირებს, ვისაც არ გააჩნიათ საჭირო რაოდენობის საპენსიო კონტრიბუტები, თუმცა ცხოვრობენ იტალიაში და მათი შემოსავალი დაბალია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი პირობაა, რომ ქვეყნის დატოვება შესაძლებელია წელიწადში მაქსიმუმ 29 დღით.

აღნიშნული პენსიები უზრუნველყოფენ ოჯახის დამხმარეთა სოციალურ დაცვას იტალიის საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად.

მალე, ქართულ მართვის მოწმობას იტალიის რესპუბლიკა აღიარებს!
განსაკუთრებული სიახლე იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის!

გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით, იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი მართვის მოწმობების ურთიერთაღიარება მალე რეალობად იქცევა!

ქ. რომში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა და იტალიაში საქართველოს პოლიციის ატაშემ, ვლადიმერ ბორცვაძემ, იტალიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გამართეს პროდუქტიული შეხვედრა, სადაც:

ხაზი გაესვა ქართული მართვის მოწმობების აღიარების აუცილებლობას, რაც ქართველ ემიგრანტებს გამოცდის ჩაბარების გარეშე მოუხსნის დაბრკოლებებს.

მხარეებმა ისაუბრეს შეთანხმების დეტალებზე და გამოთქვეს სრული მზადყოფნა, რომ მოკლე ვადებში მოხდეს შეთანხმების ხელმოწერა.

განსაკუთრებული მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოსა და გენერალური საკონსულოს იტალიაში, რომლებმაც მრავალი წლის დაუღალავი შრომით და მოლაპარაკებებით ეს შეთანხმება რეალობად აქციეს!

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მსგავსი შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ესპანეთთან, საბერძნეთთან და ირლანდიასთან.

იტალიაში ბინადრობის ნებართვა (ვიდეო) - Articolo 31 Permesso di soggiorno per assistenza minori
თუკი იტალიაში იმყოფებით მეღლეთან და არასრულწლოვან შვილთან არალეგალურად ანუ , არ აქვთ იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და მუშაობის უფლება?

ან თუკი ოჯახი იტალიში ცხოვრობს, მაგრამ ერთ-ერთი მშობელი საბუთების გარეშეა?

მოცემულ 2 შემთხვევაში როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ბინადრობის ნებართვა იტალიაში ანუ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება?

ეს არის ბინადრობის ნებრთვა, რომელიც გაიცემა იტალიის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრებზე ე.წ
Permesso di soggiorno per assistenza minori oppure - Articolo 31, terzo comma, del Testo Unico Immigrazione.

იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალურ ნორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში მყოფი არასრულწლოვანი უცხოელების და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვას. მიგრაციის შესახებ კანონის 31 მუხლის მე3 პუნქტის საფუძველზე, არასრულწლოვანთა სასამართლოს, მოზარდის ფსიქოფიზიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სერიოზული მიზეზების გამო, ასევე მოზარდის ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით - შეუძლია დაუშვას, ოჯახის წევრის შესვლა ან დარჩენა იტალიის ტერიტორიაზე.

ყველასათვის მარტივი გასაგები რომ იყოს გავიხილოთ 2 კონკტერული მაგალითი.

პირველი,  როდესაც არასრულწლოვანი იმყოფება იტალიის ტერიტორიაზე, დადის სკოლაში და ორივე მშობელი, დედა და მამა არის არალეგალურად - საბუთის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მიმართოთ არასრულწლოვანთა სასამართლოს.

სასამართლოს განმარტება შემდეგია: არასწრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მას გვერდით ჰყავდეს როგორც დედა ასევე მამა, ამიტომ იტალიის კანონმდებლობა, მსგავს შემთხვევაში მშობლებს აძლევს საშუალებას ერთობლივად გააკეთონ განაცხადი სასამართლოში Permesso di soggiorno per assistenza minori-ს დასამზადებლად. (ბინადრობის ნებართვა არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით )

განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც არასრწულწლოვანი იმყოფება იტალიის ტერიტორაზე, დადის სკოლაში და მის ერთ-ერთ მშობელს, მაგალითად დედა აქვს Permesso di Soggiorno, მამას არა აქვს მაგარმ ვერ აკეთებს ოჯახის გაერთიანებას ანუ
Ricongiungimento familiare-ს ან ან ოჯახის შემოერებას Coesione familiare-ს. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა რატომ ვერ აკეთებს?

განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია აკმაყოფილებდეს ყველა საჭირო რეკვიზიტებს. მაგალითად: თუ არ გაქვთ საკმარისი შემოსავალი ე.წ redito ან ცხოვრობთ ისეთ ბინაში, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონით დაწესებულ მოთხოვნებს, განაცხადი არ დაკმაყოფილდება. სწორედ ამიტომ იტალიის კანონმდებლობა, მსგავს შემთხვევაში მშობლებს აძლევს საშუალებას ერთობლივად გააკეთონ განაცხადი სასამართლოში Permesso di soggiorno per assistenza minori-ს დასამზადებლად.

სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაცია ორივე შემთხვევაში განსხვავებულია.

იმ შემთხვევაში თუ სასამართლოში განაცხადი წარდგენილია მოზარდის მყარი ინტერგრაციის მოტივით, სასამართლო პროცესზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, არასრულწლოვანის მიერ იტალიის ტერიტორიაზე განხორციელებულ ყველა აქტივობას: მაგალითად: სასკოლო მოწმობებს, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობას, ასევე რამდენად არის ჩართული თანატოლებთან ერთად სოციალურ ღონისძიებებში,... მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი ის რაც გარკვეულწილად მიუთითებს იმაზე, რომ არასრულწლოვანი არის ინტერგრირებული იტალიის ტერიტორიაზე და აქტიურად არის ჩართული სასკოლო პროცესში თანატოლებთან ერთად. შესაბამისად, მშობლებისგან შორს ყოფნა და იტალიის ტერიტორიის დატოვება მნიშვნელოვნად დააზარალების არასრულწლოვანის ზრდასა და მის ფსიქო ფიზიკურ მგდომარეობას. ასეთ შემთხვევაში, ოჯახის წევრებს შეიძლება მიეცეთ ბინადრობის ნებართვა, თუ ბავშვის ინტერესი აშკარად საჭიროებს მათ იტალიაში ყოფნას.

რა დოკუმენტებია საჭირო? სასამართლოში წარსადგენი დოკუმენტაცია განსხვავდება კონკრეტული შემთხვევის მიხედვით, მაგრამ ძირითადი დოკუმენტები მოიცავს:

ბავშვის სასკოლო მოწმობები და სოციალური აქტივობების დამადასტურებელი საბუთები;

მშობლების პასპორტების ასლები;

ბინადრობის ნებართვის ასლები, თუ ეს შესაძლებელია;

არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა, ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული ;

მშობლების საცხოვრებელი პირობების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ცნობა ნასამართლეობის შესახებ აპოსტილით დამოწმებული;

თუ განაცხადი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე კეთდება, აუცილებელია სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც ადასტურებს არასრულწლოვანის ან მისი მშობლის ჯანმრთელობის პრობლემას.

სასამართლოს ვადები დამოკიდებულია რეგიონის მიხედვით, მინიმუმ 1 წელია სავარაუდო მოლოდინის რეჟიმი.

ბინადრობის ნებართვის შეცვლა სამუშაო ნებართვად!

2020 წლამდე აღნიშნული ბინადრობის ნებართვის გადაცვლა არ ხდებოდა, ხოლო 2020 წლის 21 ოქტომბრის ნომერ 130 გადაწყვეტილებით, Permesso di soggiorno per assistenza minori-ის მქონე პირებს აქვთ შესაძლებლობა, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ეს ნებართვა შეცვალონ სამუშაო ნებართვად (Permesso di lavoro), რაც უზრუნველყოფს მათი იტალიაში ყოფნის სტაბილურობას და ლეგალური მუშაობის უფლებას.

Permesso di soggiorno per assistenza minori - ზე განაცხადის წარდგენა, არ ითვალისწინებს ადვოკატის სავალდებულო ჩართულობას პროცესში. შესაბამისად, განაცხადის წარდგენა შესაძლებელია უშუალოდ დაინტერესებული პირების მიერ, არასრულწლოვანთა სასამართლოს სამოქალაქო რეესტრში.

განცხადების ნიმუშს დავდებ საიტზე: IURISTI.COM

ჩვენი საადვოკატო ბიუროს მოკრძალებული რჩევა იქნება, ვიდრე განაცხადს წარადგენთ, კონსულტაცია გაიარეთ ისეთ პიროვნებასთან ან ადვოკატთან ვისაც უკვე აქვს გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, რადგან სასამართლოს უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ ქვეყნიდან გაძევების წერილს.

თუმცა ვიმეორებთ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადვოკატის სავალდებულო ჩართულობას. გისურვეთ წარმარებას!

გადაიდო - Entry/Exit System (EES) ვიდეო
ჩემს წინა ვიდეოში ვისაუბრე შენგენის ზონაში საზღვრის კვეთის ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც 2024 წლის 10 ნოემბერს უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა, მინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული რეგულაციების ამოქმედება კვლავ გადაიდო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თარიღიდან ახალი ელექტრონული (ბიომეტრიული) სისტემა არ შევა ძალაში.

ეს გადადება პირველი არ არის. თავდაპირველად პროგრამის ამოქმედება

2022 წლის პირველ ნახევარში იგეგმებოდა,

შემდეგ რეგულაციები 2023 წლის მაისამდე გადაიდო,

შემდეგ 2023 წლის ბოლომდე

და ბოლოს 2024 წლის 10 ნოემბრამდე.

ამჟამად კი პროგრამის ჩაშვების ახალი თარიღი კვლავ გაურკვეველია.

ჩვენი ბიურო, "ნაკაშიძე და პარტნიორები", ევროკომისიისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო, სადაც დადასტურდა, რომ გადადების მიზეზი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტექნიკური მოუმზადებლობაა. ევროკავშირის შიგნით, სისტემის ტესტირება ჯერ კიდევ არ დაწყებულა, რაც აჩვენებს, რომ ქვეყნები ვერ უზრუნველყოფენ პროგრამის დროულად ამოქმედებას.

აღსანიშნავია, რომ ეს გადადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც იტალიიდან საქართველოში ბრუნდება Decreto Flussi-ის ფარგლებში და ელოდება, რომ ამ რეგულაციების ამოქმედება შესაძლოა საზღვრის კვეთისას დამატებითი სირთულეები შექმნიდა. ამ პროგრამის ფარგლებში, უმნიშვნელოვანესია გაითვალისწინოთ, რომ იტალიაში ყოფნა ოფიციალურად დაუშვებელია.

მინდა დავამატო, რომ ჩვენს კლიენტებს, რომლებიც Nulla Osta-ს საფუძველზე მიიღეს სამუშაო ვიზა საქართველოში, ყველა საჭირო პროცედურა წარმატებით გაიარეს და იტალიაში შესვლა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლეს.