განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის - ადვოკატი - advokati / iuristi - იურისტი

განქორწინება საქართველოში 2026 | პროცედურა, დოკუმენტები და ვადები
რა არის განქორწინება და როგორ ხდება საქართველოში?

განქორწინება არის სამართლებრივი პროცესი, რომლის შედეგადაც ოფიციალურად წყდება მეუღლეებს შორის არსებული ქორწინება. საქართველოში განქორწინება შესაძლებელია როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სასამართლოს გზით, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს, რომ სწორად შერჩეული პროცედურა მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს და ზოგავს დროსა და რესურსებს.

სად ხდება განქორწინების რეგისტრაცია?

საქართველოში განქორწინების რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს

იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს

ეს არის ყველაზე სწრაფი გზა იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა.

როდის შეიძლება განქორწინება ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნით?

ერთ-ერთ მეუღლეს შეუძლია დამოუკიდებლად დაიწყოს განქორწინების პროცესი შემდეგ შემთხვევებში:

არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ

მეორე მეუღლე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად

მეუღლე მსჯავრდებულია და სასჯელი აღემატება 3 წელს

ეს შემთხვევები ითვლება გამარტივებულ საფუძვლად ადმინისტრაციული წესით განქორწინებისთვის.

მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინება რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

თუ მეუღლე პატიმრობაშია, განქორწინება შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია, რომ:

არ არსებობდეს ქონებრივი დავა

არ მიმდინარეობდეს ალიმენტის მოთხოვნა

არ იყოს დავა ბავშვებთან დაკავშირებით

სახელმწიფო ორგანო ვალდებულია წინასწარ აცნობოს მსჯავრდებულ მეუღლეს და მისცეს დრო საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.

განქორწინება შეთანხმებით - ყველაზე სწრაფი გზა

თუ ორივე მეუღლე თანხმდება განქორწინებაზე, პროცესი მნიშვნელოვნად მარტივდება.

საჭირო დოკუმენტები:

ერთობლივი წერილობითი განცხადება

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

ქორწინების მოწმობა

👉 ეს არის ყველაზე მარტივი და სწრაფი პროცედურა საქართველოში.

ვადები - რამდენ ხანში ხდება განქორწინება?

📌 განქორწინება რეგისტრირდება:
განაცხადის შეტანიდან 5 სამუშაო დღეში

👉 ეს ვადა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია ადმინისტრაციულ პროცესებში.

რატომ გჭირდებათ ადვოკატი?

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი შეცდომები დაშვებულია მაშინ, როცა: მხარეები არ აფორმებენ შეთანხმებას სწორად, უგულებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, ქონება ნაწილდება დაურეგულირებლად

ადვოკატი დაგეხმარებათ: პროცესის სწორად დაგეგმვაში, დავების თავიდან აცილებაში, თქვენი ინტერესების დაცვაში.

განქორწინება საქართველოში შესაძლებელია სწრაფად და ეფექტურად, თუ სწორად არის შერჩეული პროცედურა. თუმცა, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ხშირად მოითხოვს პროფესიონალურ მიდგომას.

განქორწინების შემდეგ შვილის ნახვის უფლება იზღუდება? რა უნდა იცოდეთ და როგორ უნდა იმოქმედოთ
განქორწინება ხშირად მხოლოდ მეუღლეებს შორის ურთიერთობის დასრულებას არ ნიშნავს. ყველაზე რთული ეტაპი იწყება მაშინ, როდესაც საქმე ეხება შვილთან ურთიერთობას. პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ნახვის გრაფიკის მიუხედავად, ერთ მშობელს რეალურად არ ეძლევა შესაძლებლობა, რეგულარულად შეხვდეს შვილს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როდესაც მშობელი არ სურს ბავშვის ძალით წაყვანა და ცდილობს, მისი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა პირველ ადგილზე დააყენოს.

თუ უკვე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს შვილის ნახვის დღეებსა და პირობებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი უფლება სამართლებრივად აღიარებულია. თუმცა, გადაწყვეტილების არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს მის პრაქტიკულ შესრულებას. როდესაც მეორე მშობელი სისტემატურად არღვევს დადგენილ წესს, საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას, რაც სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც შეიძლება იწვევდეს.

ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება იყოს გააზრებული და კანონის ფარგლებში. პირველ რიგში, შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურის დაწყება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვის საკითხებში იძულებითი აღსრულება განსაკუთრებული სიფრთხილით ხორციელდება. სახელმწიფო ორგანოების მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ გადაწყვეტილების შესრულება, არამედ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის დაცვა. სწორედ ამიტომ, ასეთ დავებში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს სოციალური სამსახური.

სოციალური მუშაკის ჩართვა პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია. სპეციალისტები აფასებენ გარემოს, ესაუბრებიან მშობლებს და, საჭიროების შემთხვევაში, თავად ბავშვსაც. მათი მიზანია დაძაბულობის შემცირება და ბავშვისთვის უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფა. ხშირ შემთხვევაში პრობლემა უკავშირდება შიშს, უნდობლობას ან მშობლებს შორის არსებულ კონფლიქტს, რის გამოც ბავშვზე ხდება პირდაპირი ან ირიბი ზეგავლენა. სასამართლო და სოციალური სამსახური სწორედ ამ გარემოებების შეფასებას ახდენენ.

თანამედროვე სამართლებრივი მიდგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვის აზრს. მოქმედი ბავშვთა კოდექსის მიხედვით, ბავშვის პოზიცია შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ასაკის მიუხედავად. თუ ბავშვი ვერ გამოხატავს საკუთარ აზრს სიტყვიერად, მისი დამოკიდებულება შეიძლება შეფასდეს ქცევითი ნიშნების საფუძველზე. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია არა მშობლებს შორის დავა, არამედ ის, თუ რა არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი კონკრეტულ სიტუაციაში.

პრაქტიკა ასევე აჩვენებს, რომ ხშირად სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გაიცემა დროებითი განკარგულება, რათა ბავშვის ერთ-ერთი მშობლისგან იზოლაცია არ მოხდეს. ასეთი გადაწყვეტილება ხელს უწყობს ურთიერთობის სტაბილიზაციას საბოლოო გადაწყვეტილებამდე და ამცირებს დაძაბულობას.

მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა თავი შეიკავოს თვითნებური ან ძალისმიერი მოქმედებებისგან. ბავშვის ძალით წაყვანა ან კონფლიქტის გამწვავება მისი თანდასწრებით შეიძლება სერიოზულად აისახოს როგორც მის ფსიქიკაზე, ისე თქვენს სამართლებრივ პოზიციაზე მომავალში. ნებისმიერ შემთხვევაში, უპირატესობა უნდა მიენიჭოს სამართლებრივ და პროფესიულ გზებს.

თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება, რეკომენდებულია დარღვევების დაფიქსირება და სოციალური სამსახურის ოფიციალური ჩართვა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აღსრულების პროცედურის დაწყებაც. თითოეული ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს - ბავშვის ინტერესების დაცვას და ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის უზრუნველყოფას.

განქორწინება არ აუქმებს მშობლის უფლებასა და პასუხისმგებლობას. ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან, ხოლო მშობლებს ეკისრებათ ვალდებულება, საკუთარი კონფლიქტი არ გადაიტანონ მასზე. თუ შვილის ნახვის უფლება იზღუდება, სამართლებრივი გზები არსებობს. მთავარი არის სწორი სტრატეგია, პროფესიული მხარდაჭერა და ბავშვის კეთილდღეობაზე ორიენტირებული მოქმედება.

უცხოელთან ქორწინების შემთხვევაში საქართველოში განქორწინება - რა უნდა იცოდეთ?
განქორწინება უცხოელთან - საქართველოში

ჩნდება კითხვა – როგორ ხდება განქორწინება საქართველოში, როცა მეუღლე უცხოელია და არ ჩამოდის ქვეყანაში? ამ თემაზე განმარტებას გვაწვდის ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

„ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით განქორწინების მოთხოვნით. სასამართლო იღებს სარჩელს წარმოებაში და აგზავნის მას იმ მისამართზე, სადაც ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ან ბოლოს ცხოვრობდა.

თუ მეორე მხარე გამოთქვამს სურვილს, შეუძლია შეიტანოს შესაგებელი და დაესწროს პროცესს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს აქვს უფლება, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ განქორწინება შესაძლოა დასრულდეს ისე, რომ მეუღლე პროცესში ფიზიკურად არ მონაწილეობდეს,“ - განმარტავს ადვოკატი ნაკაშიძე.

იურიდიული წარმომადგენლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება საერთაშორისო ელემენტს - ანუ ერთ-ერთი მეუღლე არის უცხოელი მოქალაქე. პროფესიონალი ადვოკატი დაგეხმარებათ სწორად შეადგინოთ დოკუმენტები, მოიძიოთ საჭირო მტკიცებულებები და თავიდან აიცილოთ პროცედურული შეცდომები.

“ სასამართლო პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე მხარე საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა კანონი სრულად იცავს მოქალაქის უფლებას, მიიღოს განქორწინება მიუხედავად მეუღლის არყოფნისა.“

თუ თქვენ ხართ საქართველოში და თქვენი მეუღლე - სხვა ქვეყანაში, განქორწინება მაინც შესაძლებელია სასამართლოს გზით. მთავარია, სარჩელი იყოს სწორად შედგენილი და ყველა პროცედურა დაცული აღნიშნავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

ბავშვის სურვილი მშობლების გაშორების შემდეგ - რა მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოში?
მშობლების განშორება ყოველთვის რთული პროცესია - განსაკუთრებით მაშინ, როცა შუაში ბავშვია. ხშირად, ერთ-ერთი მშობელი ცდილობს ბავშვის დამოკიდებულების შეცვლას მეორე მშობლის მიმართ, რაც სერიოზულად აზიანებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და მომავალ ურთიერთობებს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ გაგვიზიარა გამოცდილება: „მე და მეუღლე განშორებულები ვართ. ბავშვი დედასთან ცხოვრობს, თუმცა ხშირად მისგან ცუდს ისმენს ჩემს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქვს ბავშვის ნახვისა და დროებით სახლში წაყვანის უფლება, ამას ძალიან მიჭირს. მხოლოდ ერთხელ, სოციალური მუშაკის დახმარებით შევძელი შვილის ჩემთან წაყვანა. ბავშვი ამბობს, რომ დედა ხშირად უყვირის და ჩემთან ცხოვრება უნდა. მაინტერესებს, სასამართლო რამდენად გაითვალისწინებს ბავშვის სურვილს?“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე  განმარტავს: „ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებით. განიხილება ყველა გარემოება - რომელ მშობელთან აქვს ბავშვს უფრო სტაბილური, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, რამდენად არის ადაპტირებული მიმდინარე საცხოვრებელ პირობებთან და როგორი ემოციური ბმა აქვს თითოეულ მშობელთან.“

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მოსაზრებას - თუ რომელ მშობელთან სურს მას ცხოვრება.
დღესდღეობით კანონმდებლობა აღარ აწესებს კონკრეტულ ასაკობრივ ზღვარს, რის შემდეგაც შეიძლება ბავშვის მოსმენა. მთავარია, რომ ბავშვი იყოს კომუნიკაბელური და შეძლოს საკუთარი სურვილის გამოთქმა.

სასამართლო ბავშვის მოსაზრებას აღიქვამს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოსაზრება ემყარება რეალურ ემოციურ მდგომარეობას და არა მშობელთა ზეწოლას.

რა უნდა იცოდეთ მშობლებმა?

1.ბავშვის ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტულია. სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ მშობლების სურვილის საფუძველზე. მთავარი არის ბავშვის კეთილდღეობა.

2. ბავშვის მოსმენა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკიდან. თუ ბავშვი შეიძლება თავისი აზრის ფორმულირება და მშვიდად საუბარი, სასამართლო აუცილებლად მოისმენს მის პოზიციას.

3. სოციალური მუშაკის როლი გადამწყვეტია. ისინი აფასებენ ოჯახის გარემოს, მშობელთა ქცევას და ამ დასკვნით ეხმარებიან სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებაში.

4. დამატებითი მტკიცებულებები მნიშვნელოვანია. მაგალითად: ფსიქოლოგის დასკვნა, სკოლიდან ინფორმაცია, ოჯახის გარემოს შეფასება და სხვა.

ბავშვის სურვილი სასამართლოსთვის უმნიშვნელო არაა - პირიქით, ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაქტორია საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას. მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილება ემსახურებოდეს ბავშვის მშვიდ ცხოვრებას, ემოციურ სტაბილურობას და დაცულ გარემოს.

ქონების გაყოფა მეუღლეებს შორის
ოჯახური ცხოვრება იწვევს არა მხოლოდ ემოციურ და სოციალურ კავშირს, არამედ მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებსაც. მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე სასამართლო პრაქტიკაში. სწორედ ამ საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მეუღლეთა ქონებრივ თანასაკუთრებას.

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

იგი გულისხმობს შემდეგს:

(ა) ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება (მუშაობით ან სხვა ფორმით მიღებული): საერთოა;
(ბ) ერთ-ერთი მეუღლის უმუშევრობა (მაგალითად, შვილის მოვლა ან საოჯახო საქმიანობა) არ გამორიცხავს მის თანამესაკუთრეობას;
(გ) თანასაკუთრება მოქმედებს განურჩევლად იმისა, ვის სახელზეა რეგისტრირებული ქონება ან ვისი შემოსავლებიდან იქნა შეძენილი.

მთლიანად მეუღლეთა თანასაკუთრებად ითვლება:

(ა) საცხოვრებელი ან სხვა უძრავი ქონება;
(ბ) მოძრავი ქონება (ავტომობილი, ავეჯი და სხვა);
(გ) წილები კომპანიებში, თუ ისინი შეძენილია ქორწინების პერიოდში.
(დ) ქორწინების პერიოდში ანაბარზე შეტანილი თანხები.

საერთო ქონებას არ მიეკუთვნება:

(ა) ქორწინებამდე შეძენილი ქონება;
(ბ) მემკვიდრეობით ან საჩუქრად მიღებული ქონება;
(გ) პირადი სარგებლობის საგნები (მაგ. ტანსაცმელი).

მეუღლე, რომელიც ქორწინების პერიოდში არ მუშაობდა ანაზღაურებად საქმიანობაში, მაგრამ:

(ა) უვლიდა შვილებს;
(ბ) მართავდა საოჯახო ცხოვრებას,
(გ) საყოფაცხოვრებო საკითხებს აწარმოებდა,
იგივე თანაბარ წილს ინარჩუნებს საერთო ქონებაში.

ეს წარმოადგენს არაპირდაპირი შრომის სამართლებრივად აღიარებას და იცავს დაუცველ მეუღლეს განქორწინების შემთხვევაში.

იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.

მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ:
(ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ;
(ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.

ასეთ შემთხვევაში მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი, მაგალითად, გაყიდული ქონების ღირებულების ნახევარი.

მეუღლეთა ქონებრივი თანასაკუთრება საქართველოში - რა უნდა იცოდეთ საერთო ქონებაზე და მეუღლეთა უფლებებზე?
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ისაუბრებს: მეუღლეთა საერთო ქონების შესახებ

ოჯახური ცხოვრება მხოლოდ ემოციური და სოციალური ურთიერთობა არ არის ის წარმოშობს მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებსაც, განსაკუთრებით კი ქონებრივ საკითხებში.

სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ოჯახურ სამართალში არის მეუღლეთა ქონებრივი თანასაკუთრება, რომელსაც არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

კანონის თანახმად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს ნიშნავს, რომ:

თუ ქონება შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის სახელზე - ის მაინც ორივეს ეკუთვნის;

თუნდაც ერთი მეუღლე არ მუშაობდა ანაზღაურებად საქმიანობაში (მაგალითად, უვლიდა შვილებს ან მართავდა საოჯახო ცხოვრებას), მისი წილი საერთო ქონებაში მაინც თანაბარია;

თანასაკუთრება მოქმედებს განურჩევლად იმისა, ვისი შემოსავალით იქნა შეძენილი ქონება.

ეს პრინციპი იცავს დაუცველ მეუღლეს, რომელიც შესაძლოა ეკონომიკურად დამოკიდებული იყოს მეორე მხარეზე, მაგრამ ოჯახში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სხვა ფორმით - შრომით, მზრუნველობით ან საოჯახო საქმიანობით.

მეუღლეთა საერთო ქონებად ითვლება:

საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა უძრავი ქონება;

ავტომობილი, ავეჯი და სხვა მოძრავი ქონება;

ქორწინების პერიოდში შეძენილი წილები კომპანიებში;

ანაბარზე შეტანილი თანხები და ერთობლივი შემოსავალი.

არ მიეკუთვნება საერთო ქონებას:

ქორწინებამდე შეძენილი ქონება;

მემკვიდრეობით ან საჩუქრად მიღებული ნივთები;

პირადი სარგებლობის საგნები (მაგალითად, ტანსაცმელი, პირადი ნივთები).

მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ხდება ორივე მეუღლის თანხმობით, მიუხედავად იმისა, ვინ ფლობს ქონებას ფაქტობრივად. თუ ერთმა მეუღლემ გაყიდა ან გააჩუქა ქონება მეორის თანხმობის გარეშე, ეს გარიგება ავტომატურად არ ბათილდება, მაგრამ მეორე მეუღლეს აქვს უფლება მოითხოვოს:

გაყიდული ქონების ღირებულების ნახევარი ან სხვა თანასწორი კომპენსაცია.

ეს ნორმა ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს და იცავს მეუღლეებს მატერიალური უთანასწორობისგან.

მეუღლეთა ქონებრივი თანასაკუთრება არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც იცავს ორივე მეუღლის სამართლებრივ ინტერესებს.

თუ თქვენ გსურთ გაიგოთ მეტი ან გჭირდებათ კონსულტაცია ქონებრივ საკითხებზე,
დაუკავშირდით ადვოკატ ნათია ნაკაშიძეს -  ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულ იურისტს.

როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს
რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეებისათვის, განქორწინების შემდეგ ქონების განაწილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირ საკითხად იქცევა.
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში, განმარტავს, როგორ ხდება ქონების გაყოფა კანონით და რა უნდა იცოდეთ, სანამ სასამართლოს მიმართავთ.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებად მიიჩნევა ქორწინების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი ქონება.
ეს ნიშნავს, რომ ქორწინების განმავლობაში ნაყიდი ბინა, ავტომობილი, ავეჯი თუ სხვა მატერიალური ღირებულება ორივე მეუღლეს თანაბრად ეკუთვნის - მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა შემოსავალი არ ჰქონდეს.

ნათია ნაკაშიძე ხაზს უსვამს: „თანასაკუთრება მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინებით წარმოიშობა. ფაქტობრივი თანაცხოვრება იურიდიულად არ უტოლდება ქორწინებას, შესაბამისად, არც თანასაკუთრება ჩნდება ასეთ შემთხვევაში.“

რსებობს ქონების კატეგორიები, რომლებიც ინდივიდუალურ საკუთრებად ითვლება:

ქონება, რომელიც მეუღლემ ფლობდა ქორწინებამდე;

მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება;

პირადი სარგებლობის ნივთები (გარდა ძვირფასეულობისა);

მაგალითად: თუკი ერთ-ერთი მეუღლე მუსიკოსია, ექიმი ან სხვა სპეციალური პროფესიის წარმომადგენელი, პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები - მაგალითად, ინსტრუმენტები ან სამედიცინო აპარატურა — განაწილებისას მას რჩება, ვისაც ეს ნივთი საქმიანობისათვის სჭირდება.

მეუღლეებს შეუძლიათ ქონება გაიყონ ურთიერთშეთანხმებით - ადვოკატის ჩარევის გარეშე. თუმცა, უთანხმოების შემთხვევაში საქმე გადადის სასამართლოში, რომელიც განსაზღვრავს, რომელ მეუღლეს მიეკუთვნება კონკრეტული ქონება.

სასამართლოს მიმართვამდე აუცილებელია იურიდიული კონსულტაციის გავლა. ადვოკატის რჩევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები და ფინანსური ზარალი, რაც ხშირად არაინფორმირებულობის შედეგია.

ქორწინება და განქორწინება საქართველოში პროცედურები, პირობები და სამართლებრივი შედეგები
ქორწინება და განქორწინება საქართველოში: რას უნდა იცოდეთ -  აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებულიადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

ქორწინება არის როგორც ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. იგი იურიდიულ ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძენს, თუ რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან იუსტიციის სახლის ფილიალში. რეგისტრაცია აუცილებელია, რადგან მხოლოდ ამ გზით ვლინდება მეუღლეთა ნება კანონით განსაზღვრულ წესით.

ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს კანონმდებლობა რამდენიმე ძირითად მოთხოვნას ითვალისწინებს:

1) საქორწინო ასაკი - კანონის მიხედვით, სრულწლოვანება აუცილებელი წინაპირობაა.

2) ურთიერთ თანხმობა - ქორწინება ნებაყოფლობით უნდა დაიდოს.

3) დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობა - მაგალითად, უკვე არსებული ქორწინება, ახლო ნათესაური კავშირი და სხვა.

თუ ერთ-ერთი მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აუცილებელია მისი საქართველოში კანონიერად ყოფნა. რეგისტრაცია ხორციელდება ორი მოწმესთან ერთად, თუმცა ჩვენი საადვოკატო ბიურო კლიენტებს სთავაზობს მოწმის სერვისს, რაც პროცედურას ამარტივებს.

ქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ასევე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რეგისტრაციის ჩატარება სხვა ლოკაციაზეც.
ქორწინების რეგისტრაცია უფასოა სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, თუმცა დამატებითი სერვისების შემთხვევაში ფასები განსხვავდება.

ქორწინების შეწყვეტა: საქართველოს კანონმდებლობით ქორწინება წყდება სამი გზით:

ა) მეუღლის გარდაცვალება;

ბ) მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება;

გ) განქორწინება;

ყველაზე გავრცელებული ფორმაა განქორწინება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სასამართლოში. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა - პროცესი მხოლოდ სასამართლოს გზით მიმდინარეობს.

განქორწინება შესაძლებელია როგორც მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ასევე ერთ-ერთი მეუღლის მიერ. მეორე შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება (მაგალითად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა, თავისუფლების აღკვეთის განაჩენი და სხვ.).

რა დოკუმენტებია საჭირო განქორწინებისთვის როდესაც ორივე მხარე თანახმაა?

ა) ერთობლივი განცხადება;

ბ) ორივე მეუღლის პირადობის მოწმობა;

გ) ქორწინების მოწმობა.

გაითველისწინეთ! თუ ერთ-ერთი მეუღლე ცალმხრივად ითხოვს განქორწინებას, დამატებით საჭიროა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

განქორწინებისას მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანაბრად იყოფა. გამონაკლისია:

ა) ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ქორწინებამდე;

ბ) მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება;

გ) პირადი მოხმარების ნივთები (ძვირფასეულობის გარდა);

დ) პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები.

მნიშვნელოვანია, რომ საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ სამი წლის განმავლობაშია შესაძლებელი განქორწინების შემდეგ.

განქორწინებისას ხშირად იჩენს თავს დავა არასრულწლოვან ბავშვებზე. თუ მშობლები ვერ თანხმდებიან, ვინ დარჩება ბავშვთან, სასამართლო გადაწყვეტილებას ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ან შეთანხმებით, ან სასამართლოს გზით, ბავშვის საჭიროებებისა და მშობლის მატერიალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?
განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე? - აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

დისტანციური განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე??

ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის კითხვა: „მინდა განქორწინება, მაგრამ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ - რა შეიძლება გავაკეთო?“

ეს სრულიად გასაგები და ბუნებრივი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემიგრაციაშია ან დრო არ აქვს ჩამოსვლისთვის. საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი დისტანციური განქორწინება, რომელსაც დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს.

მოდით, დეტალურად გიამბობთ როგორ ხდება ეს პროცესი და რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

რას ნიშნავს „დისტანციური განქორწინება“?

დისტანციური განქორწინება ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შეწყვეტა ხდება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ადვოკატის დახმარებით. ადვოკატს მიანიჭებთ უფლებას მინდობილობით, და ის თქვენს მაგივრად მიმართავს:

1) იუსტიციის სახლს, თუ ორივე მეუღლე თანახმაა,

2) ან სასამართლოს, თუ ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია.

კითხვა 1: შეიძლება თუ არა განქორწინება ისე, რომ მე საერთოდ არ ჩამოვიდე საქართველოში?

დიახ! თქვენ უბრალოდ უნდა მოამზადოთ მინდობილობა ადვოკატისთვის. ადვოკატი გააკეთებს ყველაფერს: შეიტანს განცხადებას იუსტიციის სახლში ან დაიწყებს სასამართლო პროცესს, საჭიროების მიხედვით.

კითხვა 2: ორივე მეუღლე უცხოეთში ვართ - რა ხდება ასეთ დროს?

თუ ორივე თანახმა ხართ განქორწინებაზე, საქმე კიდევ უფრო მარტივდება. შეგიძლიათ ორივემ მოამზადოთ მინდობილობა, და ადვოკატი იუსტიციის სახლში ოფიციალურად დაარეგისტრირებს განქორწინებას და სულ რაღაც 6 სამუშაო დღეში მიიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას!

კითხვა 3: სად და როგორ კეთდება მინდობილობა?

მინდობილობა შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ სანოტარო ბიუროში,

თუ არ ხართ საქართველოში, ნოტარიუსი ვიდეოზარით შეგეხმიანებათ, პირადობას შეამოწმებს და დოკუმენტს მოამზადებს,

იქ დეტალურად ჩაიწერება, რომ თქვენს მაგივრად ადვოკატს შეუძლია იმოქმედოს.

დეტალური ინფორმაცია ონლაინ მინდობილობის დამზადების შესახებ იხილეთ ვიდეოს სახით ლინკზე: მინდობილობა ონლაინ ემიგრანტებისათვის, პროცედურა და ფასები

კითხვა 4: მე საქართველოში ვარ, მეუღლე საზღვარგარეთ - მაგრამ კავშირი არ მაქვს მასთან...

ასეთ დროსაც შესაძლებელია განქორწინება. თქვენი ინტერესია, რომ ცხოვრება განაგრძოთ ისე, როგორც თავად გსურთ და ეს უფლება დაცულია. თუ მეუღლესთან კავშირი ვერ ხერხდება, სარჩელი აღიძვრება მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იწყება სასამართლო პროცესი.

კითხვა 5: თუ ჩემი მეუღლე წინააღმდეგია?

განქორწინება არის პირადი თავისუფლება, ამიტომაც, მიუხედავად მეორე მხარის უარისა, ქორწინება მაინც შეწყდება.
ხანდახან უარი ემოციურ ფონზე მოდის, ხანდახან - პრინციპით, მაგრამ საბოლოოდ სასამართლო მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას.

კითხვა 6: როგორ ხდება ადვოკატთან ურთიერთობა?

ძალიან მარტივად:

პირველ რიგში ხდება პირობებზე შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება,

შემდეგ თქვენ აკეთებთ მინდობილობას,

ადვოკატი იწყებს საქმის წარმოებას ,თქვენ კი მუდმივად იღებთ ინფორმაციას პროცესის შესახებ.

დისტანციური განქორწინება საქართველოში უკვე აღარ არის სირთულე.
ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა, თუ გსურთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე
განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე

განქორწინება დისტანციურად, როგორ ხდება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

ბოლო წლებში, განსაკუთრებით ემიგრანტთა რიცხვის ზრდასთან ერთად, დისტანციური განქორწინება გახდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სამართლებრივი საკითხი. ბევრ ადამიანს სურს ოჯახის სამართლებრივი ურთიერთობის დასრულება ისე, რომ საქართველოში ჩამოსვლა არ დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე  ისაუბრებს როგორ ხდება ეს პროცედურა, რა დოკუმენტები არის საჭირო და რა გზებით ხდება მისი განხორციელება.

რა არის დისტანციური განქორწინება?

დისტანციური განქორწინება ნიშნავს, რომ მეუღლეებს შეუძლიათ ოფიციალურად შეწყვიტონ ქორწინება საქართველოს იუსტიციის სახლში ან სასამართლოში, თავად ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე. ეს შესაძლებელია ადვოკატის მეშვეობით, რომელსაც მხარეები მიანიჭებენ უფლებამოსილებას მინდობილობის საფუძველზე.

1. შესაძლებელია თუ არა განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

დიახ, ეს შესაძლებელია. თუ ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე, ადვოკატი წარმოადგენთ მათ ინტერესებს. ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე წინააღმდეგია, საქმე სასამართლოში განიხილება.

აღნიშნულისათვის საკმარისია მინდობილობის მომზადება ნოტარიუსთან, რომელიც ვიდეოზარის საშუალებით შეამოწმებს თქვენს პირადობას და მოამზადებს დოკუმენტს.

2. რა ხდება, თუ ორივე მეუღლე უცხოეთშია?

თუ ორივე თანხმდება განქორწინებაზე, შესაძლებელია ერთდროულად მოამზადონ მინდობილობა და ადვოკატმა მათ ნაცვლად შეიტანოს განცხადება.

პროცედურა გრძელდება დაახლოებით 6 სამუშაო დღე და გადაწყვეტილება ოფიციალურად რეგისტრირდება.

3. როგორ კეთდება მინდობილობა?

მინდობილობა მზადდება:

ნოტარიუსი დისტანციურად, ვიდეოზარით ადასტურებს თქვენს პირადობას (პასპორტი ან ID ბარათი აუცილებელია).

დოკუმენტში დეტალურად იწერება, რომ ადვოკატის უფლება მოვალეობები, დეტალური ინფორმაცია ონლაინ მინდობილობის დამზადების შესახებ იხილეთ ვიდეოს სახით ლინკზე: მინდობილობა ონლაინ ემიგრანტებისათვის, პროცედურა და ფასები

4. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ერთი მეუღლეა საქართველოში?

თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოში იმყოფება, ხოლო მეორე საზღვარგარეთ და მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება, მაინც შესაძლებელია განქორწინება.

ასეთ შემთხვევაში სარჩელი აღიძვრება მეუღლის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იწყება სასამართლო პროცესი.

5. რა ხდება, თუ მეორე მეუღლე წინააღმდეგია?

განქორწინება არის პირადი უფლება, და მიუხედავად უარისა, სასამართლო მაინც გამოიტანს განქორწინების გადაწყვეტილებას. უარი ვერ გახდება ბარიერი, თუმცა პროცედურა შედარებით დროში იწელება სასამართლო განხილვის გამო.

დისტანციური განქორწინება არის მოქნილი, სწრაფი და თანამედროვე გამოსავალი მათთვის, ვინც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს. სწორად მომზადებული მინდობილობით და გამოცდილ ადვოკატთან თანამშრომლობით, შესაძლებელია პროცედურა წარმატებით დასრულდეს, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.