განქორწინების მედიაცია - ადვოკატი - advokati / iuristi - იურისტი

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ განქორწინების შემდეგ შვილის ნახვის უფლებას არ გაძლევენ?
კითხვა–პასუხი ადვოკატ ნათია ნაკაშიძესთან

საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“

ოჯახური და ქონებრივი დავები ხშირად მოითხოვს სწრაფ და სწორ სამართლებრივ რეაგირებას. ქვემოთ გთავაზობთ აქტუალურ შეკითხვებზე პასუხებს კითხვა–პასუხის ფორმატში.

განქორწინებული ვარ და მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, შვილის ნახვის საშუალებას არ მაძლევენ. რა უნდა გავაკეთო?

პასუხი:
სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად. თუ მეორე მშობელი ხელს გიშლით, შეგიძლიათ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ჩართოთ სოციალური სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ძალით წაყვანა არ მოხდეს - ყველა ქმედება უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებითი სამართლებრივი რეაგირება სასამართლოს გზით.

ავტოფარეხზე დაშენებული საცხოვრებელი ფართი გვაქვს, თუმცა აზომვითი ნახაზი არასწორია და მეზობელი არ თანხმდება გასწორებაზე. როგორ მოვიქცეთ?

პასუხი:
თუ შეთანხმება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ რეალური საზღვრების დადგენისა და საჯარო რეესტრის მონაცემების კორექტირების მოთხოვნით. ასეთ საქმეებში ინიშნება ექსპერტიზა, რომელიც ადგენს ფაქტობრივ მდგომარეობას.

წლებია ვცხოვრობ დაურეგისტრირებელ სახლში და არანაირი დოკუმენტი არ მაქვს. შემიძლია საკუთრების დაკანონება?

პასუხი:
თუ ქონებას ფლობდით 2007 წლამდე და ფლობა იყო უწყვეტი და კეთილსინდისიერი, შესაძლებელია რეგისტრაცია მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე. საჭიროა აზომვითი ნახაზი და შესაბამისი პროცედურების გავლა საჯარო რეესტრში.

კომლიდან ამოწერილი ვარ. მაქვს თუ არა წილის მოთხოვნის უფლება?

პასუხი:
როგორც წესი, კომლიდან ამოწერის შემთხვევაში წილის მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა. თუმცა, თუ კომლის წევრი გარდაიცვალა 2019 წლის შემდეგ და თქვენ ხართ მისი კანონიერი მემკვიდრე, შეგიძლიათ ისარგებლოთ მემკვიდრეობის უფლებით.

ბინა მქონდა დაქირავებული ერთწლიანი ხელშეკრულებით, მაგრამ მესაკუთრე მეუბნება, რომ ბინა გაყიდა და უნდა დავცალო. რა ვადით შემიძლია დარჩენა?

პასუხი:
თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კანონით შეგიძლიათ ისარგებლოთ ერთთვიანი ვადით საცხოვრებლის მოსაძიებლად.

ვარ 50%-იანი თანამესაკუთრე, მაგრამ ვერ ვსარგებლობ ქონებით. მეორე მესაკუთრე გაყიდვაზეც უარს ამბობს. რა გამოსავალი მაქვს?

პასუხი:
შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ ქონების გაყოფის მოთხოვნით. თუ ნატურით გაყოფა შეუძლებელია (მაგალითად, ტექნიკური ან ეკონომიკური მიზეზების გამო), შესაძლებელია ქონების რეალიზაცია და თანხის განაწილება წილების შესაბამისად.

მშენებარე ბინა რეგისტრირებული მაქვს ჩემს სახელზე, მაგრამ კომპანიასთან დავის გამო ქონებას ყადაღა დაედო. შემიძლია მოვითხოვო მოხსნა?

პასუხი:
თუ განშლა შესრულებულია და რეგისტრირებული ხართ როგორც მომავალი მესაკუთრე, კომპანიის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა არ გეკისრებათ. ყადაღის გასაჩივრება შესაძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია ვადის დაცვა — განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში.

დედა გარდამეცვალა, ჩემი ძმა არ თანხმდება სამკვიდროს გახსნაზე. რა უნდა გავაკეთო?

პასუხი:
გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს სამკვიდროს გახსნის მოთხოვნით. თქვენი ძმის უარი არ ზღუდავს თქვენს უფლებას, დროული მოქმედება კი აუცილებელია.

ჯერ ოფიციალურად არ განვქორწინებულვარ და მალე უნდა ვიმშობიარო. მინდა ბავშვი ჩემს გვარზე დარეგისტრირდეს. შესაძლებელია?

პასუხი:
თუ მშობიარობის დროს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებით, ბავშვი დარეგისტრირდება მამის მონაცემებით. განქორწინების დასრულებამდე გვარის მინიჭება საჭიროებს მამის თანხმობას.

არასრულწლოვანი შვილი ფიქსირდება ბინის თანამესაკუთრედ. შეგვიძლია მისი გაყიდვა?

პასუხი:
არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს თანხმობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

კორპუსის პირველ სართულზე გახსნილმა ობიექტმა სუნი და დისკომფორტი გამოიწვია. რა უფლება გვაქვს?

პასუხი:
უნდა დადგინდეს, იცავს თუ არა ობიექტი ტექნიკურ და სანიტარულ ნორმებს. შეგიძლიათ მიმართოთ მერიის შესაბამის ზედამხედველობის სამსახურს.

მაქვს საბანკო ვალი, თუმცა ქონება ჩემს სახელზე არ ირიცხება. დედის ბინას ხომ არ შეექმნება საფრთხე?

პასუხი:
თუ თქვენი დედა არ არის სესხის თავდები და ბინა არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს, მის საკუთრებას საფრთხე არ ემუქრება.

უცხოელთან ქორწინების შემთხვევაში საქართველოში განქორწინება - რა უნდა იცოდეთ?
განქორწინება უცხოელთან - საქართველოში

ჩნდება კითხვა - როგორ ხდება განქორწინება საქართველოში, როცა მეუღლე უცხოელია და არ ჩამოდის ქვეყანაში? ამ თემაზე განმარტებას გვაწვდის ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

„ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით განქორწინების მოთხოვნით. სასამართლო იღებს სარჩელს წარმოებაში და აგზავნის მას იმ მისამართზე, სადაც ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ან ბოლოს ცხოვრობდა.

თუ მეორე მხარე გამოთქვამს სურვილს, შეუძლია შეიტანოს შესაგებელი და დაესწროს პროცესს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს აქვს უფლება, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ განქორწინება შესაძლოა დასრულდეს ისე, რომ მეუღლე პროცესში ფიზიკურად არ მონაწილეობდეს,“ - განმარტავს ადვოკატი ნაკაშიძე.

იურიდიული წარმომადგენლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება საერთაშორისო ელემენტს - ანუ ერთ-ერთი მეუღლე არის უცხოელი მოქალაქე. პროფესიონალი ადვოკატი დაგეხმარებათ სწორად შეადგინოთ დოკუმენტები, მოიძიოთ საჭირო მტკიცებულებები და თავიდან აიცილოთ პროცედურული შეცდომები.

“ სასამართლო პროცესი შეიძლება იყოს ხანგრძლივი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეორე მხარე საზღვარგარეთ იმყოფება, თუმცა კანონი სრულად იცავს მოქალაქის უფლებას, მიიღოს განქორწინება მიუხედავად მეუღლის არყოფნისა.“

თუ თქვენ ხართ საქართველოში და თქვენი მეუღლე - სხვა ქვეყანაში, განქორწინება მაინც შესაძლებელია სასამართლოს გზით. მთავარია, სარჩელი იყოს სწორად შედგენილი და ყველა პროცედურა დაცული აღნიშნავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

ბავშვის სურვილი მშობლების გაშორების შემდეგ - რა მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოში?
მშობლების განშორება ყოველთვის რთული პროცესია - განსაკუთრებით მაშინ, როცა შუაში ბავშვია. ხშირად, ერთ-ერთი მშობელი ცდილობს ბავშვის დამოკიდებულების შეცვლას მეორე მშობლის მიმართ, რაც სერიოზულად აზიანებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და მომავალ ურთიერთობებს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ გაგვიზიარა გამოცდილება: „მე და მეუღლე განშორებულები ვართ. ბავშვი დედასთან ცხოვრობს, თუმცა ხშირად მისგან ცუდს ისმენს ჩემს შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მაქვს ბავშვის ნახვისა და დროებით სახლში წაყვანის უფლება, ამას ძალიან მიჭირს. მხოლოდ ერთხელ, სოციალური მუშაკის დახმარებით შევძელი შვილის ჩემთან წაყვანა. ბავშვი ამბობს, რომ დედა ხშირად უყვირის და ჩემთან ცხოვრება უნდა. მაინტერესებს, სასამართლო რამდენად გაითვალისწინებს ბავშვის სურვილს?“

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე  განმარტავს: „ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებით. განიხილება ყველა გარემოება - რომელ მშობელთან აქვს ბავშვს უფრო სტაბილური, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო, რამდენად არის ადაპტირებული მიმდინარე საცხოვრებელ პირობებთან და როგორი ემოციური ბმა აქვს თითოეულ მშობელთან.“

ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მოსაზრებას - თუ რომელ მშობელთან სურს მას ცხოვრება.
დღესდღეობით კანონმდებლობა აღარ აწესებს კონკრეტულ ასაკობრივ ზღვარს, რის შემდეგაც შეიძლება ბავშვის მოსმენა. მთავარია, რომ ბავშვი იყოს კომუნიკაბელური და შეძლოს საკუთარი სურვილის გამოთქმა.

სასამართლო ბავშვის მოსაზრებას აღიქვამს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მოსაზრება ემყარება რეალურ ემოციურ მდგომარეობას და არა მშობელთა ზეწოლას.

რა უნდა იცოდეთ მშობლებმა?

1.ბავშვის ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტულია. სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ მშობლების სურვილის საფუძველზე. მთავარი არის ბავშვის კეთილდღეობა.

2. ბავშვის მოსმენა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკიდან. თუ ბავშვი შეიძლება თავისი აზრის ფორმულირება და მშვიდად საუბარი, სასამართლო აუცილებლად მოისმენს მის პოზიციას.

3. სოციალური მუშაკის როლი გადამწყვეტია. ისინი აფასებენ ოჯახის გარემოს, მშობელთა ქცევას და ამ დასკვნით ეხმარებიან სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებაში.

4. დამატებითი მტკიცებულებები მნიშვნელოვანია. მაგალითად: ფსიქოლოგის დასკვნა, სკოლიდან ინფორმაცია, ოჯახის გარემოს შეფასება და სხვა.

ბავშვის სურვილი სასამართლოსთვის უმნიშვნელო არაა - პირიქით, ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფაქტორია საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას. მთავარი ის არის, რომ გადაწყვეტილება ემსახურებოდეს ბავშვის მშვიდ ცხოვრებას, ემოციურ სტაბილურობას და დაცულ გარემოს.

მეუღლეთა ქონებრივი თანასაკუთრება საქართველოში - რა უნდა იცოდეთ საერთო ქონებაზე და მეუღლეთა უფლებებზე?
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ისაუბრებს: მეუღლეთა საერთო ქონების შესახებ

ოჯახური ცხოვრება მხოლოდ ემოციური და სოციალური ურთიერთობა არ არის ის წარმოშობს მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებსაც, განსაკუთრებით კი ქონებრივ საკითხებში.

სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ოჯახურ სამართალში არის მეუღლეთა ქონებრივი თანასაკუთრება, რომელსაც არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

კანონის თანახმად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს ნიშნავს, რომ:

თუ ქონება შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის სახელზე - ის მაინც ორივეს ეკუთვნის;

თუნდაც ერთი მეუღლე არ მუშაობდა ანაზღაურებად საქმიანობაში (მაგალითად, უვლიდა შვილებს ან მართავდა საოჯახო ცხოვრებას), მისი წილი საერთო ქონებაში მაინც თანაბარია;

თანასაკუთრება მოქმედებს განურჩევლად იმისა, ვისი შემოსავალით იქნა შეძენილი ქონება.

ეს პრინციპი იცავს დაუცველ მეუღლეს, რომელიც შესაძლოა ეკონომიკურად დამოკიდებული იყოს მეორე მხარეზე, მაგრამ ოჯახში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სხვა ფორმით - შრომით, მზრუნველობით ან საოჯახო საქმიანობით.

მეუღლეთა საერთო ქონებად ითვლება:

საცხოვრებელი სახლი, ბინა ან სხვა უძრავი ქონება;

ავტომობილი, ავეჯი და სხვა მოძრავი ქონება;

ქორწინების პერიოდში შეძენილი წილები კომპანიებში;

ანაბარზე შეტანილი თანხები და ერთობლივი შემოსავალი.

არ მიეკუთვნება საერთო ქონებას:

ქორწინებამდე შეძენილი ქონება;

მემკვიდრეობით ან საჩუქრად მიღებული ნივთები;

პირადი სარგებლობის საგნები (მაგალითად, ტანსაცმელი, პირადი ნივთები).

მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა ხდება ორივე მეუღლის თანხმობით, მიუხედავად იმისა, ვინ ფლობს ქონებას ფაქტობრივად. თუ ერთმა მეუღლემ გაყიდა ან გააჩუქა ქონება მეორის თანხმობის გარეშე, ეს გარიგება ავტომატურად არ ბათილდება, მაგრამ მეორე მეუღლეს აქვს უფლება მოითხოვოს: გაყიდული ქონების ღირებულების ნახევარი ან სხვა თანასწორი კომპენსაცია.

ეს ნორმა ეფუძნება სამართლიანობის პრინციპს და იცავს მეუღლეებს მატერიალური უთანასწორობისგან.

მეუღლეთა ქონებრივი თანასაკუთრება არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც იცავს ორივე მეუღლის სამართლებრივ ინტერესებს.

თუ თქვენ გსურთ გაიგოთ მეტი ან გჭირდებათ კონსულტაცია ქონებრივ საკითხებზე, დაუკავშირდით ადვოკატი ნათია ნაკაშიძე  -  ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულ ადვოკატს.

როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს
რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეებისათვის, განქორწინების შემდეგ ქონების განაწილება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირ საკითხად იქცევა.

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში, განმარტავს, როგორ ხდება ქონების გაყოფა კანონით და რა უნდა იცოდეთ, სანამ სასამართლოს მიმართავთ.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებად მიიჩნევა ქორწინების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი ქონება. ეს ნიშნავს, რომ ქორწინების განმავლობაში ნაყიდი ბინა, ავტომობილი, ავეჯი თუ სხვა მატერიალური ღირებულება ორივე მეუღლეს თანაბრად ეკუთვნის - მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ მათგანს შესაძლოა შემოსავალი არ ჰქონდეს.

ნათია ნაკაშიძე ხაზს უსვამს: „თანასაკუთრება მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინებით წარმოიშობა. ფაქტობრივი თანაცხოვრება იურიდიულად არ უტოლდება ქორწინებას, შესაბამისად, არც თანასაკუთრება ჩნდება ასეთ შემთხვევაში.“

არსებობს ქონების კატეგორიები, რომლებიც ინდივიდუალურ საკუთრებად ითვლება:

ქონება, რომელიც მეუღლემ ფლობდა ქორწინებამდე;

მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება;

პირადი სარგებლობის ნივთები (გარდა ძვირფასეულობისა);

მაგალითად: თუკი ერთ-ერთი მეუღლე მუსიკოსია, ექიმი ან სხვა სპეციალური პროფესიის წარმომადგენელი, პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები - მაგალითად, ინსტრუმენტები ან სამედიცინო აპარატურა — განაწილებისას მას რჩება, ვისაც ეს ნივთი საქმიანობისათვის სჭირდება.

მეუღლეებს შეუძლიათ ქონება გაიყონ ურთიერთშეთანხმებით - ადვოკატის ჩარევის გარეშე. თუმცა, უთანხმოების შემთხვევაში საქმე გადადის სასამართლოში, რომელიც განსაზღვრავს, რომელ მეუღლეს მიეკუთვნება კონკრეტული ქონება.

სასამართლოს მიმართვამდე აუცილებელია იურიდიული კონსულტაციის გავლა. ადვოკატის რჩევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები და ფინანსური ზარალი, რაც ხშირად არაინფორმირებულობის შედეგია.

ქორწინება და განქორწინება საქართველოში პროცედურები, პირობები და სამართლებრივი შედეგები
ქორწინება და განქორწინება საქართველოში: რას უნდა იცოდეთ -  აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებულიადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

ქორწინება არის როგორც ორი ადამიანის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. იგი იურიდიულ ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში იძენს, თუ რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ან იუსტიციის სახლის ფილიალში. რეგისტრაცია აუცილებელია, რადგან მხოლოდ ამ გზით ვლინდება მეუღლეთა ნება კანონით განსაზღვრულ წესით.

ქორწინების რეგისტრაციისას საქართველოს კანონმდებლობა რამდენიმე ძირითად მოთხოვნას ითვალისწინებს:

1) საქორწინო ასაკი - კანონის მიხედვით, სრულწლოვანება აუცილებელი წინაპირობაა.

2) ურთიერთ თანხმობა - ქორწინება ნებაყოფლობით უნდა დაიდოს.

3) დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობა - მაგალითად, უკვე არსებული ქორწინება, ახლო ნათესაური კავშირი და სხვა.

თუ ერთ-ერთი მხარე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აუცილებელია მისი საქართველოში კანონიერად ყოფნა. რეგისტრაცია ხორციელდება ორი მოწმესთან ერთად, თუმცა ჩვენი საადვოკატო ბიურო კლიენტებს სთავაზობს მოწმის სერვისს, რაც პროცედურას ამარტივებს.

ქორწინება შეიძლება დარეგისტრირდეს იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ასევე, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია რეგისტრაციის ჩატარება სხვა ლოკაციაზეც.
ქორწინების რეგისტრაცია უფასოა სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე, თუმცა დამატებითი სერვისების შემთხვევაში ფასები განსხვავდება.

ქორწინების შეწყვეტა: საქართველოს კანონმდებლობით ქორწინება წყდება სამი გზით:

ა) მეუღლის გარდაცვალება;

ბ) მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება;

გ) განქორწინება;

ყველაზე გავრცელებული ფორმაა განქორწინება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სასამართლოში. თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა - პროცესი მხოლოდ სასამართლოს გზით მიმდინარეობს.

განქორწინება შესაძლებელია როგორც მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით, ასევე ერთ-ერთი მეუღლის მიერ. მეორე შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება (მაგალითად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობა, თავისუფლების აღკვეთის განაჩენი და სხვ.).

რა დოკუმენტებია საჭირო განქორწინებისთვის როდესაც ორივე მხარე თანახმაა?

ა) ერთობლივი განცხადება;

ბ) ორივე მეუღლის პირადობის მოწმობა;

გ) ქორწინების მოწმობა.

გაითველისწინეთ! თუ ერთ-ერთი მეუღლე ცალმხრივად ითხოვს განქორწინებას, დამატებით საჭიროა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

განქორწინებისას მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება თანაბრად იყოფა. გამონაკლისია:

ა) ქონება, რომელიც ეკუთვნოდა ქორწინებამდე;

ბ) მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული ქონება;

გ) პირადი მოხმარების ნივთები (ძვირფასეულობის გარდა);

დ) პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო ნივთები.

მნიშვნელოვანია, რომ საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ სამი წლის განმავლობაშია შესაძლებელი განქორწინების შემდეგ.

განქორწინებისას ხშირად იჩენს თავს დავა არასრულწლოვან ბავშვებზე. თუ მშობლები ვერ თანხმდებიან, ვინ დარჩება ბავშვთან, სასამართლო გადაწყვეტილებას ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.

ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ან შეთანხმებით, ან სასამართლოს გზით, ბავშვის საჭიროებებისა და მშობლის მატერიალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?
განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე? - აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით ისაუბრებს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე

დისტანციური განქორწინება, როგორ ხდება განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე??

ბოლო დროს ძალიან ხშირად მესმის კითხვა: „მინდა განქორწინება, მაგრამ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ - რა შეიძლება გავაკეთო?“

ეს სრულიად გასაგები და ბუნებრივი მდგომარეობაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემიგრაციაშია ან დრო არ აქვს ჩამოსვლისთვის. საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი დისტანციური განქორწინება, რომელსაც დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი იყენებს.

მოდით, დეტალურად გიამბობთ როგორ ხდება ეს პროცესი და რა უნდა იცოდეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ.

რას ნიშნავს „დისტანციური განქორწინება“?

დისტანციური განქორწინება ნიშნავს იმას, რომ ქორწინების შეწყვეტა ხდება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე ადვოკატის დახმარებით. ადვოკატს მიანიჭებთ უფლებას მინდობილობით, და ის თქვენს მაგივრად მიმართავს:

1) იუსტიციის სახლს, თუ ორივე მეუღლე თანახმაა,

2) ან სასამართლოს, თუ ერთ-ერთი მხარე წინააღმდეგია.

კითხვა 1: შეიძლება თუ არა განქორწინება ისე, რომ მე საერთოდ არ ჩამოვიდე საქართველოში?

დიახ! თქვენ უბრალოდ უნდა მოამზადოთ მინდობილობა ადვოკატისთვის. ადვოკატი გააკეთებს ყველაფერს: შეიტანს განცხადებას იუსტიციის სახლში ან დაიწყებს სასამართლო პროცესს, საჭიროების მიხედვით.

კითხვა 2: ორივე მეუღლე უცხოეთში ვართ - რა ხდება ასეთ დროს?

თუ ორივე თანახმა ხართ განქორწინებაზე, საქმე კიდევ უფრო მარტივდება. შეგიძლიათ ორივემ მოამზადოთ მინდობილობა, და ადვოკატი იუსტიციის სახლში ოფიციალურად დაარეგისტრირებს განქორწინებას და სულ რაღაც 6 სამუშაო დღეში მიიღებთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას!

კითხვა 3: სად და როგორ კეთდება მინდობილობა?

მინდობილობა შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ სანოტარო ბიუროში,

თუ არ ხართ საქართველოში, ნოტარიუსი ვიდეოზარით შეგეხმიანებათ, პირადობას შეამოწმებს და დოკუმენტს მოამზადებს,

იქ დეტალურად ჩაიწერება, რომ თქვენს მაგივრად ადვოკატს შეუძლია იმოქმედოს.

დეტალური ინფორმაცია ონლაინ მინდობილობის დამზადების შესახებ იხილეთ ვიდეოს სახით ლინკზე: მინდობილობა ონლაინ ემიგრანტებისათვის, პროცედურა და ფასები

კითხვა 4: მე საქართველოში ვარ, მეუღლე საზღვარგარეთ - მაგრამ კავშირი არ მაქვს მასთან...

ასეთ დროსაც შესაძლებელია განქორწინება. თქვენი ინტერესია, რომ ცხოვრება განაგრძოთ ისე, როგორც თავად გსურთ და ეს უფლება დაცულია. თუ მეუღლესთან კავშირი ვერ ხერხდება, სარჩელი აღიძვრება მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იწყება სასამართლო პროცესი.

კითხვა 5: თუ ჩემი მეუღლე წინააღმდეგია?

განქორწინება არის პირადი თავისუფლება, ამიტომაც, მიუხედავად მეორე მხარის უარისა, ქორწინება მაინც შეწყდება.
ხანდახან უარი ემოციურ ფონზე მოდის, ხანდახან - პრინციპით, მაგრამ საბოლოოდ სასამართლო მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას.

კითხვა 6: როგორ ხდება ადვოკატთან ურთიერთობა?

ძალიან მარტივად:

პირველ რიგში ხდება პირობებზე შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება,

შემდეგ თქვენ აკეთებთ მინდობილობას,

ადვოკატი იწყებს საქმის წარმოებას ,თქვენ კი მუდმივად იღებთ ინფორმაციას პროცესის შესახებ.

დისტანციური განქორწინება საქართველოში უკვე აღარ არის სირთულე.
ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა, თუ გსურთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.

განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე
განქორწინება დისტანციურად საქართველოში ჩამოსვლის გარეშე

განქორწინება დისტანციურად, როგორ ხდება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

ბოლო წლებში, განსაკუთრებით ემიგრანტთა რიცხვის ზრდასთან ერთად, დისტანციური განქორწინება გახდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სამართლებრივი საკითხი. ბევრ ადამიანს სურს ოჯახის სამართლებრივი ურთიერთობის დასრულება ისე, რომ საქართველოში ჩამოსვლა არ დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე  ისაუბრებს როგორ ხდება ეს პროცედურა, რა დოკუმენტები არის საჭირო და რა გზებით ხდება მისი განხორციელება.

რა არის დისტანციური განქორწინება?

დისტანციური განქორწინება ნიშნავს, რომ მეუღლეებს შეუძლიათ ოფიციალურად შეწყვიტონ ქორწინება საქართველოს იუსტიციის სახლში ან სასამართლოში, თავად ქვეყანაში ჩამოსვლის გარეშე. ეს შესაძლებელია ადვოკატის მეშვეობით, რომელსაც მხარეები მიანიჭებენ უფლებამოსილებას მინდობილობის საფუძველზე.

1. შესაძლებელია თუ არა განქორწინება საქართველოში ჩამოსვლის გარეშე?

დიახ, ეს შესაძლებელია. თუ ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე, ადვოკატი წარმოადგენთ მათ ინტერესებს. ხოლო თუ ერთ-ერთი მეუღლე წინააღმდეგია, საქმე სასამართლოში განიხილება.

აღნიშნულისათვის საკმარისია მინდობილობის მომზადება ნოტარიუსთან, რომელიც ვიდეოზარის საშუალებით შეამოწმებს თქვენს პირადობას და მოამზადებს დოკუმენტს.

2. რა ხდება, თუ ორივე მეუღლე უცხოეთშია?

თუ ორივე თანხმდება განქორწინებაზე, შესაძლებელია ერთდროულად მოამზადონ მინდობილობა და ადვოკატმა მათ ნაცვლად შეიტანოს განცხადება.

პროცედურა გრძელდება დაახლოებით 6 სამუშაო დღე და გადაწყვეტილება ოფიციალურად რეგისტრირდება.

3. როგორ კეთდება მინდობილობა?

მინდობილობა მზადდება:

ნოტარიუსი დისტანციურად, ვიდეოზარით ადასტურებს თქვენს პირადობას (პასპორტი ან ID ბარათი აუცილებელია).

დოკუმენტში დეტალურად იწერება, რომ ადვოკატის უფლება მოვალეობები, დეტალური ინფორმაცია ონლაინ მინდობილობის დამზადების შესახებ იხილეთ ვიდეოს სახით ლინკზე: მინდობილობა ონლაინ ემიგრანტებისათვის, პროცედურა და ფასები

4. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ ერთი მეუღლეა საქართველოში?

თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოში იმყოფება, ხოლო მეორე საზღვარგარეთ და მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდება, მაინც შესაძლებელია განქორწინება.

ასეთ შემთხვევაში სარჩელი აღიძვრება მეუღლის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და იწყება სასამართლო პროცესი.

5. რა ხდება, თუ მეორე მეუღლე წინააღმდეგია?

განქორწინება არის პირადი უფლება, და მიუხედავად უარისა, სასამართლო მაინც გამოიტანს განქორწინების გადაწყვეტილებას. უარი ვერ გახდება ბარიერი, თუმცა პროცედურა შედარებით დროში იწელება სასამართლო განხილვის გამო.

დისტანციური განქორწინება არის მოქნილი, სწრაფი და თანამედროვე გამოსავალი მათთვის, ვინც უცხო ქვეყანაში ცხოვრობს. სწორად მომზადებული მინდობილობით და გამოცდილ ადვოკატთან თანამშრომლობით, შესაძლებელია პროცედურა წარმატებით დასრულდეს, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე.

განქორწინების რეგისტრაცია - როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია
განქორწინების რეგისტრაცია - როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, (სპეციალიზაცია: სამოქალაქო, ადმინისტრაციული საქმეები და ბავშვთა უფლებები) უპასუხებს თქვენს შეკითხვებს

კითხვა: მინდა ოფიციალურად განვქორწინდე. მაინტერესებს, როგორ ხდება განქორწინების რეგისტრაცია, რა ვარიანტები არსებობს და რა დოკუმენტებია საჭირო?

პასუხი: განქორწინების რეგისტრაცია არის სამართლებრივი პროცედურა, რომლის საშუალებითაც ცოლ-ქმარი ოფიციალურად წყვეტს ქორწინებას. ეს პროცესი შესაძლებელია როგორც ერთობლივად, ასევე ცალმხრივად გარკვეულ შემთხვევებში.

როგორ შეიძლება ქორწინების შეწყვეტა?

განქორწინება რეგისტრირდება შემდეგი გზებით:

1. მეუღლეების ერთობლივი განცხადებით
თუ ორივე მხარე თანხმდება განქორწინებას და არ აქვთ საერთო არასრულწლოვანი შვილები ან ქონებრივი დავა, შესაძლებელია რეგისტრაცია მარტივად – შესაბამისი სამოქალაქო სამსახურის მეშვეობით.

2. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, თუ არსებობს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლები:

ა) სასამართლოს ძალაში შესული გადაწყვეტილება – რომელიც ცნობს ქორწინებას შეწყვეტილად.

ბ) მეორე მეუღლე უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა ცნობილი სასამართლოს მიერ.

გ) მეორე მეუღლე მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთის ვადით მინიმუმ 3 წლის ვადით, დანაშაულის ჩადენისთვის.

ასეთ შემთხვევაში, განქორწინება მხოლოდ ერთ-ერთი მეუღლის მოთხოვნითაც ხდება შესაძლებელი , მაგრამ შესაბამისი სასამართლო აქტის საფუძველზე.

განქორწინების რეგისტრაცია შესაძლებალია ასევე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, საქართველოში ჩამოსვლის გარეშე. იხილეთ სტატია განქორწინება 5 დღეში ონლაინ

რა დოკუმენტებია საჭირო განქორწინების რეგისტრაციისთვის როდესაც ორივე მხარე თანახმაა?

განქორწინების პროცესის დასაწყებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

ბ) პირადობის მოწმობა ან პასპორტი – ორივე მეუღლის (ან მხოლოდ ერთის, თუ საქმე ცალმხრივად რეგისტრირდება).

გ) ქორწინების მოწმობა

შენიშვნა! დამატებით შესაძლოა დაგჭირდეთ სხვა დოკუმენტებიც (მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილება, თუკი მეორე მხარე თანახმა არ არის განქორწინებაზე), რაც დამოკიდებულია რეგისტრაციის ტიპზე.

როდის ხდება განქორწინების რეგისტრაცია?

განქორწინების რეგისტრაციის პროცედურა გრძელდება 5 სამუშაო დღემდე, განცხადების წარდგენიდან.

მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, სამოქალაქო კოდექსში ცვლილებაა. კერძოდ, უქმდება 1191 პრიმა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები.

მ ა რ ტ ო ხ ე ლ ა დ ე დ ა - პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

მ ა რ ტ ო ხ ე ლ ა მ ა მ ა - პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის შესახებ, აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში.

ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელობა აღარ ექნება ქორწინების რეგისტრაციისა და ბავშვის დაბადების აქტში დედის/მამის შესახებ ინფორმაციის არსებობა- არ არსებობის ფაქტს, ძალაში შედის 2022 წლის 1 ივლისიდან.