მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი - ადვოკატი - advokati / iuristi - იურისტი

მეწარმეთა შესახებ კანონში შესული ცვლილებები- შეტყობინების ჩაბარების წესის ცვლილება. გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები
რა იცვლება “მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონით?

მეწარმეთა შესახებ კანონში 2022 წლის 1 იანვარს ძალაში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრებს იურიდიული კომპანია ,, ნაკაშიძე და პარტნიორები“-ს დირექტორი, იურისტი ნათია ნაკაშიძე.

რა ცვლილებები განხორციელდა სამეწარმეო კანონმდებლობაში?

საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობაში განხორციელდა არსებითი ცვლილებები, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა და ამოქმედდა.

მეწარმეთა შესახებ კანონი ფაქტობრივად სრულად ხელახლა დაიწერა, რაც სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული.

მეწარმეთა შესახებ კანონი, პირველად 1994 წელს იქნა მიღებული და მასში მრავალი წლის განმავლობაში არაერთი ცვლილების მიუხედავად საკმაოდ მოძველებული და ბუნდოვანი იყო. საჭირო გახდა მისი ახლებურად მოწესრიგება და რაც მთავარია საქართველოს სამეწარმეო სამართლის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 2 აგვისტოს მიიღო მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 2022 წლის 1 იანვრიდან. კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა მრავალი წლის განმავლობაში, თუმცა მთავარი მამოძრავებელი ძალა აღნიშნული კანონის მიღების იყო საქართველოს ვალდებულება ევროკავშირის წინაშე. აღნიშნულ სიახლეებს მოგაწვდით ეტაპობრივად სტატიებში, ამჟამად განვიხილავთ,მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესის,შეცილება. გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები საკანონმდებლო ცვლილებებსა და სიახლეებს,რაც თითოეული კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში,ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მისი აღდგენა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამ ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის ან სხვა საპატიო მიზეზით.

ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ.

ზოგადად ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მაგ.კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გმოცემული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება- გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე და 268-ე მუხლების თანახმად გამოცემულის გასაჩივრდება მოხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში - წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) ფორმით საჩივრის შემოსავლების სამსახურში (მისამართი: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16 ან ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N5) წარდგენის გზით, აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მნიშვნელოვანია ის, რომ საჩივრის წარდგენის შემდეგ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. No16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი No64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

განხორციელებულია ცვლილებები, რომლებიც წინა კანონში არ იყო გათვალისწინებული, ან იყო, მაგრამ ახალი კანონში დაზუსტდა ან /და დაკონკრეტდა.

“მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონით მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესი

ახალი კანონი ითვალისწინებს მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინების ჩაბარების წესს.

მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება

1. მეწარმის მიერ გაცნობისთანავე;

2. იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან

3. ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

მეწარმეებთან საკომუნიკაციოდ და ელ. სერვისების მისაწოდებლად მარეგისტრირებელმა შექმნა ელ. პორტალი. ელექტრონულ მისამართად უწოდებენ ამ ელ. პორტალზე არსებულ მეწარმის ავტორიზებული მომხარებლის გვერდს. მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ისეთივე გვერდი როგორიცაა საგადასახადო ორგანოსთან გადასახადის გადამხდელის საკომუნიკაციო გვერდი https://rs.ge, რომელიც წარმატებით მუშაობს საქართველოში. ელექტრონული მისამართის არსებობა, მარეგისტრირებელ ორგანოსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციას ბევრად მოსახერხებელს გახდის. სავარაუდოდ, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან ფიზიკურად წერილის გაგზავნა მოხდება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მოხდება, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის საკორპორაციო სამართლებრივი საკითხების სახელმწიფოს მხრიდან დარეგულირებას.

“მეწარმეთა შესახებ” ახალი კანონით შეცილება. გასაჩივრების უფლებამოსილება და ვადები

კანონში ცალკე თავი ეთმობა ხანდაზმულობას და შეცილებას, გასაჩივრების უფლებამოსილებასა და ვადებს. სიახლეა შეცილების უფლება, რომლის ზოგად ვადად 6 თვე განისაზღვრა. ნორმა განსაზღვრავს პირთა წრეს, რომლებსაც საერთო კრების გადაწყვეტილების, სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს/ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების შეცილების უფლება აქვთ. სარჩელი შეცილების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს 1 თვის ვადაში (არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების დღიდან 6 თვისა), ხოლო თუ საერთო კრება კანონის ან წესდების მოთხოვნათა უხეში დარღვევით იქნა მოწვეული ან ჩატარებული − გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 წლისა. კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.