nana nakashidze - ადვოკატი - advokati / iuristi - იურისტი

Traduzioni Legali Italiano–Georgiano e Georgiano–Italiano con Valore Ufficiale / Traduzioni giurate georgiano italiano
Nel contesto giuridico internazionale, una traduzione imprecisa può compromettere diritti, procedure e risultati legali. Per questo motivo, la traduzione legale richiede non solo una perfetta conoscenza linguistica, ma anche una solida competenza giuridica e una profonda comprensione dei sistemi normativi coinvolti. Offro servizi professionali di traduzione legale dall’italiano al georgiano e dal georgiano all’italiano, rivolti a chi necessita di documenti accurati, affidabili e giuridicamente validi.

Il servizio è svolto da Nana Nakashidze, traduttrice legale iscritta presso il Tribunale Ordinario di Roma, e si rivolge a studi legali, notai, tribunali, aziende e privati che operano tra Italia e Georgia e che necessitano di traduzioni conformi alle normative vigenti in entrambi i Paesi. Ogni incarico viene gestito con particolare attenzione alla terminologia giuridica, alla struttura formale degli atti e alla piena corrispondenza con il testo originale.

La traduzione giuridica non è una semplice trasposizione linguistica, ma un’attività tecnica che richiede esperienza, responsabilità e conoscenza del contesto normativo. In qualità di traduttrice madrelingua georgiana specializzata in ambito legale, garantisco precisione terminologica, correttezza formale e assoluta riservatezza. Ogni documento viene trattato nel rispetto del suo valore giuridico e della finalità per cui deve essere utilizzato.

Mi occupo della traduzione di atti notarili, documenti giudiziari, contratti di varia natura, documentazione per pratiche di immigrazione e cittadinanza, nonché certificazioni ufficiali destinate a enti pubblici e privati. Offro inoltre il servizio di traduzioni asseverate presso il Tribunale, assicurando piena validità legale dei documenti tradotti per l’uso in Italia.

L’asseverazione della traduzione costituisce un passaggio essenziale quando la documentazione deve essere presentata a tribunali, notai, consolati, ambasciate o pubbliche amministrazioni. La gestione diretta di questa fase consente di garantire affidabilità, correttezza procedurale e piena conformità ai requisiti richiesti dalle autorità competenti.

Tutti gli incarichi vengono svolti nel massimo rispetto della riservatezza e della normativa sulla protezione dei dati personali. Precisione, puntualità e trasparenza rappresentano i principi fondamentali del metodo di lavoro, con possibilità di consegne rapide anche per esigenze urgenti.

Un ulteriore elemento di garanzia professionale è rappresentato dall’iscrizione di Nana Nakashidze nel Registro dei Consulenti Tecnici d’Ufficio del Tribunale Ordinario di Roma, nella categoria “Traduttori e Interpreti – Georgiano”, approvata con decisione del Ministero della Giustizia del 22 ottobre 2025. Questo riconoscimento ufficiale conferma l’affidabilità del servizio offerto anche in ambito giudiziario.

Per traduzioni legali o giurate italiano–georgiano e georgiano–italiano, è possibile richiedere un preventivo personalizzato. Un servizio professionale e conforme alle normative è il primo passo per tutelare efficacemente i propri interessi legali.

პენსია იტალიაში - ინფორმაცია სრულად
ოჯახის დამხმარეთა საპენსიო უფლებები იტალიაში

იტალიაში დასაქმებული ოჯახების დამხმარეებისთვის ხელმისაწვდომია პენსიის რამდენიმე კატეგორია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამის საგადასახადო (საპენსიო) შენატანების მოთხოვნებს:

1.ასაკობრივი სახელმწიფო პენსია (Pensione di vecchiaia)
ასაკობრივი სახელმწიფო პენსია არის ძირითადი საპენსიო სარგებელი, რომლის მიღების აუცილებელი პირობაა:

67 წლის ასაკის მიღწევა;

მინიმუმ 20 წლის განმავლობაში (1040 კვირა) INPS-ის სისტემაში განხორციელებული საპენსიო შენატანები.

2.ინვალიდობის პენსია (Pensione di invalidità)
ინვალიდობის პენსიას იღებენ პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (შშმ), რომლის მინიმალური მაჩვენებელი უნდა იყოს 74%-ზე მეტი. ამ სტატუსს ადგენს შესაბამისი სამედიცინო კომისია.

3.დაგვიანებული ასაკობრივი პენსია (Pensione di vecchiaia contributiva tardiva)
ეს პენსია განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც სტანდარტული ასაკობრივი პენსიის პირობებს სრულად ვერ აკმაყოფილებენ. აუცილებელი პირობებია:

მინიმალური ასაკი 71 წელი;

მინიმუმ 5 წლის (520 კვირა) კონტრიბუტების არსებობა, რომელიც განხორციელებულია 1996 წლის შემდეგ (ახალი საპენსიო სისტემის პირობების შესაბამისად);

მუდმივი საცხოვრებელი მისამართის ქონა იტალიაში.

4.სოციალური პენსია (Assegno sociale)
სოციალური პენსია ენიჭებათ იმ პირებს, ვისაც არ გააჩნიათ საჭირო რაოდენობის საპენსიო კონტრიბუტები, თუმცა ცხოვრობენ იტალიაში და მათი შემოსავალი დაბალია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი პირობაა, რომ ქვეყნის დატოვება შესაძლებელია წელიწადში მაქსიმუმ 29 დღით.

აღნიშნული ტიპის პენსიები უზრუნველყოფენ ოჯახის დამხმარეთა სოციალურ დაცვას იტალიის საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად.

ინვალიდობის პენსია იტალიაში

იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, ინვალიდობის პენსიის მისაღებად აუცილებელია სამედიცინო კომისიის მიერ მინიმუმ 74%-იანი შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) სტატუსის დამტკიცება.

არსებობს ინვალიდობის პენსიის ორი ტიპი:

1.ჩვეულებრივი ინვალიდობის დახმარება (Assegno ordinario di invalidità) – ეს პენსია ეფუძნება სამუშაო პერიოდში შეტანილ კონტრიბუტებს. მის მისაღებად აუცილებელია სამუშაო სტაჟის არსებობა და სამედიცინო დასკვნა, რომელიც ადასტურებს პირის შშმ მდგომარეობას.

2. სამოქალაქო ინვალიდობის პენსია (Pensione di invalidità civile) – ამ შემთხვევაში სამუშაო კონტრიბუტები არ მოითხოვება, თუმცა აუცილებელია, პირი იყოს იტალიის რეზიდენტი და ჰქონდეს დადასტურებული მინიმუმ 74%-იანი შშმ სტატუსი.

ორივე ტიპის პენსიის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და განაცხადის გაკეთება INPS-ში (იტალიის სოციალური დაზღვევის სამსახური).

დედობის პენსია (Pensione di maternità)

ინვალიდობის პენსიის მოთხოვნისას, დედებს უფლება აქვთ, მოითხოვონ დედობის პენსია, რომელიც წარმოადგენს დამატებით სტაჟს შვილების რაოდენობის მიხედვით:

1 შვილის შემთხვევაში სტაჟს ემატება 4 თვე;

2 ან მეტი შვილის შემთხვევაში სტაჟს ემატება 8 თვე.

აღნიშნული სტაჟი გამოიყენება საერთო სამუშაო სტაჟის გაზრდისთვის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საშუალებას იძლევა პენსიაზე ადრე გასვლის.

გაითვალისწინეთ:

დედობის პენსიის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ პენსიის განაცხადის გაკეთების დროს.

საჭიროა შვილების დაბადების მოწმობების იტალიურ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული ასლები.

პენსიის დანიშვნის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

მეცამეტე პენსია:

მეცამეტე პენსია ავტომატურად ენიჭება პენსიონერს დეკემბრის თვის სტანდარტულ პენსიასთან ერთად. მისი მისაღებად ცალკე განაცხადის წარდგენა საჭირო არ არის.

მეთოთხმეტე პენსია:

როდესაც პენსია უკვე დანიშნულია, რეკომენდებულია დროულად მოითხოვოთ მეთოთხმეტე პენსიის დანიშვნა. მეთოთხმეტე პენსია გაიცემა წელიწადში ერთხელ, ივნისისა ან ივლისის თვეში.

მეთოთხმეტე პენსიის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერის წლიური შემოსავალი არ აღემატება 16 000 ევროს.

მეთოთხმეტე პენსიის მისაღებად საჭირო პროცედურა:

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურიდან აიღეთ ბოლო ერთი წლის პენსიის წლიური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა.

აღნიშნული ცნობა უნდა დაამოწმოთ ნოტარიულად, თარგმნოთ იტალიურ ენაზე და დაადასტუროთ აპოსტილით საქართველოს იუსტიციის სახლში.

იტალიის საკონსულოს მიერ ამ დოკუმენტის ლეგალიზაცია საჭირო არ არის.

პენსიის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტები:

1.პასპორტი (Passaporto)

2. პირადობის მოწმობა (Carta d’identità)

3. ფისკალური კოდი (Codice fiscale)

4. ბინადრობის ნებართვა (Permesso di soggiorno) – მისაღებია მინიმუმ 2-წლიანი ნებართვა.

5. საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი (Residenza)

6. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (IBAN) – იმ ქვეყნის, რომელშიც გსურთ პენსიის ჩარიცხვა.

7. შვილების დაბადების მოწმობა (Certificato di nascita dei figli) – დედობის პენსიის შემთხვევაში.

8. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის მიერ გაცემული წლიური პენსიის შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა (Certificato del reddito annuale della pensione dalla previdenza sociale georgiana) – მეთოთხმეტე პენსიის მოთხოვნისთვის.

ზემოთ მოცემული დოკუმენტების დროული მომზადება და შესაბამისი პროცედურების დაცვა უზრუნველყოფს პენსიის შეუფერხებლად მიღებას.

გაითვალისწინეთ: საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უცხო ქვეყნის პენსია დანიშნული, პარალელურად უფლება აქვს მიიღოს საქართველოში ასაკობრივი პენსია!

როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?

იტალიაში მიღებული პენსიის საქართველოში გადატანა რამდენიმე მარტივი ეტაპით ხორციელდება:

1. პენსიის დანიშვნისას მითითება

პენსიის დანიშვნის მოთხოვნისას, საქმის მწარმოებელს აუცილებლად აცნობეთ, რომ გსურთ პენსიის პირდაპირ საქართველოში ჩარიცხვა. ეს შეამცირებს შემდგომში საჭირო ადმინისტრაციულ პროცედურებს.

2. საცხოვრებელი მისამართის შეცვლა

საქართველოში დაბრუნებამდე:

ეწვიეთ თქვენს მუნიციპალიტეტს (Anagrafe), სადაც თქვენი მისამართია რეგისტრირებული.

შეავსეთ სპეციალური ფორმა, რომელშიც მიუთითებთ, რომ აპირებთ საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნებას.

ოფიციალური ცვლილება განხორციელდება განაცხადის გაკეთებიდან დაახლოებით 45 დღეში.

აუცილებლად უნდა აცნობოთ ახალი მისამართი იტალიის სოციალურ დაზღვევის სააგენტოს (INPS) და იტალიის საგადასახადო სააგენტოს (Agenzia delle Entrate), რათა არ შეიქმნას პრობლემები საგადასახადო დეკლარაციის (7/30) წარდგენასთან დაკავშირებით.

3. იტალიური IBAN-ის ჩანაცვლება ქართული IBAN-ით

იტალიური პენსიის მისაღებად საქართველოში უნდა გქონდეთ ანგარიშის ნომერი (IBAN), რომელიც რეგისტრირებულია რომელიმე ქართულ ბანკში (მაგალითად, საქართველოს ბანკი).

INPS-სთვის IBAN-ის დასადასტურებლად საჭიროა:

1.ბანკის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტების დოკუმენტი.

2. ბანკის მიერ სპეციალური ფორმის შევსება, სადაც მითითებულია თქვენი იტალიურ პირადობაში არსებული პირადი მონაცემები, ქართული IBAN-ი და ბანკის სრული ინფორმაცია.

4. ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელი სერტიფიკატი

იტალიის სახელმწიფო ყოველწლიურად ითხოვს ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (Certificato di esistenza in vita), რომელსაც გასცემს საერთაშორისო საგადასახადო სააგენტო (CITI – Citibank). ამ სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში INPS წლის ბოლოს აჩერებს პენსიის გადახდას.

დამატებითი ინფორმაცია პენსიის ოდენობის შესახებ

იტალიის საპენსიო სისტემა ეფუძნება კონტრიბუციების პრინციპს. ამასთან, პენსიის ოდენობაზე განსაკუთრებით მოქმედებს ბოლო წლებში მიღებული ანაზღაურება, განსაკუთრებით ბოლო 5-10 წლის განმავლობაში. შესაბამისად, სასურველია პენსიაზე გასვლის წინა წლებში გქონდეთ მაღალი შემოსავლის კონტრაქტები.

საქართველოს მოქალაქის უფლება დამატებით პენსიაზე

გაითვალისწინეთ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იღებენ უცხოურ პენსიას, ასევე აქვთ უფლება პარალელურად ისარგებლონ საქართველოში არსებული ასაკობრივი პენსიით.

პენსია იტალიაში - როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?
როგორ გადავიტანოთ იტალიური პენსია საქართველოში?

იტალიაში მიღებული პენსიის საქართველოში გადატანა რამდენიმე მარტივი ეტაპით ხორციელდება:

1. პენსიის დანიშვნისას მითითება

პენსიის დანიშვნის მოთხოვნისას, საქმის მწარმოებელს აუცილებლად აცნობეთ, რომ გსურთ პენსიის პირდაპირ საქართველოში ჩარიცხვა. ეს შეამცირებს შემდგომში საჭირო ადმინისტრაციულ პროცედურებს.

2. საცხოვრებელი მისამართის შეცვლა

საქართველოში დაბრუნებამდე:

ეწვიეთ თქვენს მუნიციპალიტეტს (Anagrafe), სადაც თქვენი მისამართია რეგისტრირებული.

შეავსეთ სპეციალური ფორმა, რომელშიც მიუთითებთ, რომ აპირებთ საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნებას.

ოფიციალური ცვლილება განხორციელდება განაცხადის გაკეთებიდან დაახლოებით 45 დღეში.

აუცილებლად უნდა აცნობოთ ახალი მისამართი იტალიის სოციალურ დაზღვევის სააგენტოს (INPS) და იტალიის საგადასახადო სააგენტოს (Agenzia delle Entrate), რათა არ შეიქმნას პრობლემები საგადასახადო დეკლარაციის (7/30) წარდგენასთან დაკავშირებით.

3. იტალიური IBAN-ის ჩანაცვლება ქართული IBAN-ით

იტალიური პენსიის მისაღებად საქართველოში უნდა გქონდეთ ანგარიშის ნომერი (IBAN), რომელიც რეგისტრირებულია რომელიმე ქართულ ბანკში (მაგალითად, საქართველოს ბანკი).

INPS-სთვის IBAN-ის დასადასტურებლად საჭიროა:

ბანკის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტების დოკუმენტი.

ბანკის მიერ სპეციალური ფორმა MV70 IdFinSEPA-ს შევსება, სადაც მითითებულია თქვენი იტალიურ პირადობაში არსებული პირადი მონაცემები, ქართული IBAN-ი და ბანკის სრული ინფორმაცია.

4. ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელი სერტიფიკატი

იტალიის სახელმწიფო ყოველწლიურად ითხოვს ცოცხლად ყოფნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (Certificato di esistenza in vita), რომელსაც გასცემს საერთაშორისო საგადასახადო სააგენტო (CITI – Citibank). ამ სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში INPS წლის ბოლოს აჩერებს პენსიის გადახდას.

დამატებითი ინფორმაცია პენსიის ოდენობის შესახებ

იტალიის საპენსიო სისტემა ეფუძნება კონტრიბუციების პრინციპს. ამასთან, პენსიის ოდენობაზე განსაკუთრებით მოქმედებს ბოლო წლებში მიღებული ანაზღაურება, განსაკუთრებით ბოლო 5-10 წლის განმავლობაში. შესაბამისად, სასურველია პენსიაზე გასვლის წინა წლებში გქონდეთ მაღალი შემოსავლის კონტრაქტები.

საქართველოს მოქალაქის უფლება დამატებით პენსიაზე

გაითვალისწინეთ, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იღებენ უცხოურ პენსიას, ასევე აქვთ უფლება პარალელურად ისარგებლონ საქართველოში არსებული ასაკობრივი პენსიით.

პენსია იტალიაში - მე-13 და მე14 პენსია
პენსიის დანიშვნის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

მეცამეტე პენსია:

მეცამეტე პენსია ავტომატურად ენიჭება პენსიონერს დეკემბრის თვის სტანდარტულ პენსიასთან ერთად. მისი მისაღებად ცალკე განაცხადის წარდგენა საჭირო არ არის.

მეთოთხმეტე პენსია:

როდესაც პენსია უკვე დანიშნულია, რეკომენდებულია დროულად მოითხოვოთ მეთოთხმეტე პენსიის დანიშვნა. მეთოთხმეტე პენსია გაიცემა წელიწადში ერთხელ, ივნისისა ან ივლისის თვეში.

მეთოთხმეტე პენსიის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პენსიონერის წლიური შემოსავალი არ აღემატება 16 000 ევროს.

მეთოთხმეტე პენსიის მისაღებად საჭირო პროცედურა:

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამსახურიდან აიღეთ ბოლო ერთი წლის პენსიის წლიური შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა.

აღნიშნული ცნობა უნდა დაამოწმოთ ნოტარიულად, თარგმნოთ იტალიურ ენაზე და დაადასტუროთ აპოსტილით საქართველოს იუსტიციის სახლში.

იტალიის საკონსულოს მიერ ამ დოკუმენტის ლეგალიზაცია საჭირო არ არის.

პენსიის დანიშვნისთვის საჭირო დოკუმენტები:

პასპორტი (Passaporto)

პირადობის მოწმობა (Carta d’identità)

ფისკალური კოდი (Codice fiscale)

ბინადრობის ნებართვა (Permesso di soggiorno) – მისაღებია მინიმუმ 2-წლიანი ნებართვა.

საცხოვრებელი მისამართის დამადასტურებელი დოკუმენტი (Residenza)

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (IBAN) – იმ ქვეყნის, რომელშიც გსურთ პენსიის ჩარიცხვა.

შვილების დაბადების მოწმობა (Certificato di nascita dei figli) – დედობის პენსიის შემთხვევაში.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის მიერ გაცემული წლიური პენსიის შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა (Certificato del reddito annuale della pensione dalla previdenza sociale georgiana) – მეთოთხმეტე პენსიის მოთხოვნისთვის.

ზემოთ მოცემული დოკუმენტების დროული მომზადება და შესაბამისი პროცედურების დაცვა უზრუნველყოფს პენსიის შეუფერხებლად მიღებას.

პენსია იტალიაში - ინვალიდობის პენსია
ინვალიდობის პენსია იტალიაში – საჭირო ინფორმაცია

იტალიის კანონმდებლობის მიხედვით, ინვალიდობის პენსიის მისაღებად აუცილებელია სამედიცინო კომისიის მიერ მინიმუმ 74%-იანი შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) სტატუსის დამტკიცება.

ინვალიდობის პენსიის ორი ტიპი:

1.ჩვეულებრივი ინვალიდობის დახმარება (Assegno ordinario di invalidità) – ეს პენსია ეფუძნება სამუშაო პერიოდში შეტანილ კონტრიბუტებს. მის მისაღებად აუცილებელია სამუშაო სტაჟის არსებობა და სამედიცინო დასკვნა, რომელიც ადასტურებს პირის შშმ მდგომარეობას.

2.სამოქალაქო ინვალიდობის პენსია (Pensione di invalidità civile) – ამ შემთხვევაში სამუშაო კონტრიბუტები არ მოითხოვება, თუმცა აუცილებელია, პირი იყოს იტალიის რეზიდენტი და ჰქონდეს დადასტურებული მინიმუმ 74%-იანი შშმ სტატუსი.

ორივე ტიპის პენსიის მისაღებად აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო დასკვნა და განაცხადის გაკეთება INPS-ში (იტალიის სოციალური დაზღვევის სამსახური).

დედობის პენსია (Pensione di maternità)

ინვალიდობის პენსიის მოთხოვნისას, დედებს უფლება აქვთ, მოითხოვონ დედობის პენსია, რომელიც წარმოადგენს დამატებით სტაჟს შვილების რაოდენობის მიხედვით:

1 შვილის შემთხვევაში სტაჟს ემატება 4 თვე;

2 ან მეტი შვილის შემთხვევაში სტაჟს ემატება 8 თვე.

აღნიშნული სტაჟი გამოიყენება საერთო სამუშაო სტაჟის გაზრდისთვის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში საშუალებას იძლევა პენსიაზე ადრე გასვლის.

გაითვალისწინეთ:

დედობის პენსიის მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ პენსიის განაცხადის გაკეთების დროს.

საჭიროა შვილების დაბადების მოწმობების იტალიურ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული ასლები.

პენსია იტალიაში - 4 კატეგორია
ოჯახის დამხმარეთა საპენსიო უფლებები იტალიაში

იტალიაში დასაქმებული ოჯახების დამხმარეებისთვის ხელმისაწვდომია პენსიის რამდენიმე კატეგორია, იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შესაბამის საგადასახადო (საპენსიო) შენატანების მოთხოვნებს:

ასაკობრივი სახელმწიფო პენსია (Pensione di vecchiaia)
ასაკობრივი სახელმწიფო პენსია არის ძირითადი საპენსიო სარგებელი, რომლის მიღების აუცილებელი პირობაა:

67 წლის ასაკის მიღწევა;

მინიმუმ 20 წლის განმავლობაში (1040 კვირა) INPS-ის სისტემაში განხორციელებული საპენსიო შენატანები.

ინვალიდობის პენსია (Pensione di invalidità)
ინვალიდობის პენსიას იღებენ პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (შშმ), რომლის მინიმალური მაჩვენებელი უნდა იყოს 74%-ზე მეტი. ამ სტატუსს ადგენს შესაბამისი სამედიცინო კომისია.

დაგვიანებული ასაკობრივი პენსია (Pensione di vecchiaia contributiva tardiva)
ეს პენსია განკუთვნილია პირებისთვის, რომლებიც სტანდარტული ასაკობრივი პენსიის პირობებს სრულად ვერ აკმაყოფილებენ. აუცილებელი პირობებია:

მინიმალური ასაკი 71 წელი;

მინიმუმ 5 წლის (520 კვირა) კონტრიბუტების არსებობა, რომელიც განხორციელებულია 1996 წლის შემდეგ (ახალი საპენსიო სისტემის პირობების შესაბამისად);

მუდმივი საცხოვრებელი მისამართის ქონა იტალიაში.

სოციალური პენსია (Assegno sociale)
სოციალური პენსია ენიჭებათ იმ პირებს, ვისაც არ გააჩნიათ საჭირო რაოდენობის საპენსიო კონტრიბუტები, თუმცა ცხოვრობენ იტალიაში და მათი შემოსავალი დაბალია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი პირობაა, რომ ქვეყნის დატოვება შესაძლებელია წელიწადში მაქსიმუმ 29 დღით.

აღნიშნული პენსიები უზრუნველყოფენ ოჯახის დამხმარეთა სოციალურ დაცვას იტალიის საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად.

Adeguata Verifica (QAV) - უცილებელი ინფორმაციის განახლება
თუკი იტალიაში ცხოვრობ და თუ იყენებ „Poste Italiane“-ის ბარათს, შენთვის მნიშვნელოვანია იცოდე ახალი რეგულაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს შენს საბანკო ოპერაციებზე.

თუ ბოლო პერიოდში მიიღო ელფოსტით შეტყობინება „Poste Italiane“-სგან, სადაც საუბარია კითხვარის Questionario di Adeguata Verifica (QAV) –განახლებაზე, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოახდინო შენი ფინანსური ინფორმაციის გადამოწმება.

გაფრთხილება: თუ არ განაახლებ კითხვარს დროულად, შესაძლოა შეგეზღუდოს წვდომა საბანკო სერვისებზე. ეს მოიცავს ისეთი ოპერაციების შეუძლებლობას, როგორიცაა გადარიცხვები, ბალანსის ნახვა, და სხვა საბანკო ფუნქციები.

Adeguata Verifica არის საფინანსო ზედამხედველობის ევროპული რეგულაცია, რომლის მიზანია მომხმარებლის იდენტობისა და ფინანსური მდგომარეობის გადამოწმება. ბანკებს ევალებათ იცოდნენ, საიდან მოდის კლიენტის სახსრები და რა სახის ეკონომიკურ აქტივობას ეწევა.

ეს რეგულაცია ძალაშია ევროკავშირის მასშტაბით და უზრუნველყოფს ფულის გათეთრების პრევენციას და ტრანსპარენტულობას საბანკო სისტემაში.

QAV კითხვარის შევსებისას საჭიროა შემდეგი ტიპის ინფორმაციის წარდგენა:

სამუშაო ადგილი – კონკრეტული ორგანიზაციის დასახელება და სათაო ოფისის მისამართი.

წლიური შემოსავალი – საშუალო მონაცემი ან შეფასება.

მემკვიდრეობით მიღებული ქონება – გაქვს თუ არა, რა ღირებულებისაა.

უძრავი ქონება – საკუთრებაში გაქვს თუ არა და რამდენად ფასობს.

სხვა საბანკო ანგარიშები – რომელ ბანკებში გაქვს ანგარიშები და რა ტიპის.

ბანკი ითხოვს სრულ ფინანსურ სურათს, რათა შეძლოს შენი ეკონომიკური საქმიანობის შეფასება.

როგორ შეავსო QAV?

შესაძლებელია ორი გზა:

ონლაინ რეჟიმში – ეწვიე ოფიციალურ ვებსაიტს:
https://www.poste.it/aggiornamento-questionario-adeguata-verifica

პირადად ბანკში მისვლით – მიბრძანდი შენს ფილიალში და შეავსე კითხვარი ადგილზე.

როდის ხდება QAV კითხვარის შევსება?

ბარათის პირველად აღებისას

ან ბარათის გამოყენების გარკვეული დროის შემდეგ, როცა ბანკი ითხოვს მონაცემების განახლებას.

თუ არ განაახლებ დროულად, ბანკს უფლება აქვს დაბლოკოს შენი ბარათით სარგებლობა.

თარგმნა იტალიურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება მხოლოდ 50 ლარად!
თარგმნა იტალიურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება ყველაზე ხელსაყრელი ფასი ზაფხულის სეზონზე!

გჭირდებათ თარგმნა და ნოტარიული დამოწმება იტალიასა ან საქართველოში? ჩვენი სერვისი შექმნილია სპეციალურად თქვენთვის –საიმედოდ, სწრაფად და მინიმალურ ფასად!

პროფესიონალური თარგმნა იტალიურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება მხოლოდ 50 ლარად! (75 ლარის ნაცვლად)

ჩვენ გთავაზობთ დოკუმენტების თარგმნას იტალიურიდან ქართულად და პირიქით, ასევე ნათარგმნი საბუტების ნოტარიულად დამოწმებას. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალი თარჯიმნებისგან, რომლებიც ფლობენ როგორც ქართულ, ასევე იტალიურ ენებს მაღალ აკადემიურ დონეზე.

მომსახურების არეალი:

მთელი საქართველოს მასშტაბით – ადგილზე: ქალაქი თბილისი, ალ. ყაბეგის გამზირი 47 და დისტანციურად მთელი საქართველოს მასშტაბით;

იტალია ქალაქი ბარი – ადგილზე მომსახურებით;

დისტანციურად – მთელი იტალიის მასშტაბით;

საზაფხულო შეთავაზება ძალაშია 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე!

ზაფხულში ყველაზე მოთხოვნად დოკუმენტებზე გთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებას – 50 ლარი, ნაცვლად 75 ლარისა! ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გამოიყენოთ უმაღლესი ხარისხის სერვისი დაბალ ფასად.

ფასდაკლებაში შედის:

1) დაბადების მოწმობის თარგმნა + ნოტარიული დამოწმება – 50 ლარი;

2) საქართველოს პასპორტის თარგმნა + ნოტარიული დამოწმება – 50 ლარი;

3) ქორწინების მოწმობის თარგმნა + ნოტარიული დამოწმება – 50 ლარი.

✅ რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენთან თანამშრომლობა?
სანდოობა – 1000-ზე მეტი წარმატებით შესრულებული თარგმანი;

სისწრაფე – ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი 2 სამუშაო დღეში;

საერთაშორისო ხელმისაწვდომობა – მომსახურება საქართველოშიც და იტალიაშიც;

კონფიდენციალურობა – თქვენი დოკუმენტები დაცულია უმაღლესი სტანდარტებით.

როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ მოცემული შემოთავაზებით?

1) გამოგვიგზავნეთ დოკუმენტი სკანირებულია ან ფოტოს სახით WhatsApp/Viber/Email-ით;

2) აირჩიეთ სასურველი ფორმა – ადგილზე მომსახურება ან ონლაინ გადაგზავნა;

3) გადაიხადეთ ონლაინკომფორტულად და მიიღეთ თარგმანი+დამოწმება უმოკლეს ვადაში.

აკრედიტაცია და კვალიფიკაცია ჩვენი ერთ-ერთი თარჯიმანის შესახებ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე: სინქრონული და წერილობი თარგმანი - ნანა ნაკაშიძე

Vitto e alloggio
VITTO E ALLOGGIÒ – კვება და საცხოვრებელი, მომვლელის შრომითი კონტრაქტი იტალიის კანონმდებლობის მიხედვით

Vitto e alloggio ნიშნავს, რომ დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასაქმებულს საცხოვრებელითა და საკვებით. ეს ძირითადად ეხება ბინაში მცხოვრებ (convivente) დამლაგებლებს, მომვლელებს და ძიძებს.

რას მოიცავს Vitto e alloggio-ში?

Vitto (კვება):

სამუშაო საათებში სამჯერადი კვება (დილის, შუადღის და საღამოს).

უნდა ჰქონდეს წვდომა ძირითად საკვებ პროდუქტებზე, თუ სამუშაოს ნაწილი საჭმელის მომზადებაა.

Alloggio (საცხოვრებელი):

დასაქმებულს უნდა ჰქონდეს ცალკე ოთახი (განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა).

უნდა იყოს ცენტრალური გათბობა, წყალი, ელექტროენერგია და საჭირო კომუნალური სერვისები.

დასაქმებულს უნდა ჰქონდეს პირადი ნივთებისთვის ადგილი (მაგ., კარადა, თარო).

კეთილმოწყობილი გარემო, სადაც შეუძლია დაისვენოს და ღამე გაათენოს.

როგორ აისახება Vitto e alloggio ხელფასზე?

რადგან კვება და ცხოვრება დამსაქმებელის მიერ არის უზრუნველყოფილი, ეს ნაწილი ხელფასში “ჩათვლილია” და მისი ფულადი ღირებულება ოფიციალურად განსაზღვრულია იტალიის შრომითი ხელშეკრულების (CCNL) მიხედვით.

2025 წლის ახალი ტარიფები(INPS-ის მიხედვით):

Vitto (კვება) – €4,62

Alloggio(საცხოვრებელი) – €1,98

დღეში: - 6,60 დღეში

თვეში: - €171,70

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს კვებას - Vitto?

თუ დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს საკვებს ან სრულფასოვან კვებას, მაშინ ეს თანხა უნდა დაემატოს ხელფასს. შესაბამისად, დასაქმებულს უნდა გადაუხადონ დამატებით €171,60 თვეში, რადგან დასაქმებული კვებაზე თავად ზრუნავს.

დამსაქმებელი ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი ზემოთაღნიშნული პირობები დაიცვას და რა მოხდება თუ არ დაიცავს Vitto e alloggio პირობებს :

დასაქმებულს შეუძლია ინსპექციაში (Ispettorato del Lavoro) ან INPS-ში ჩივილი.

ხელფასიდან უკანონო დაქვითვები აკრძალულია თუ დამსაქმებელი ხელფასს უკანონოდ ამცირებს, კანონის დარღვევაში ეხვევა.

სასამართლოს გზით შესაძლებელია კომპენსაციის მიღება (მათ შორის, არასათანადო კვების ხარჯების ანაზღაურება).

გაითვალისწინეთ! კანონით, ჩივილის საფუძველი შეიძლება იყოს კვების ან საცხოვრებელის არქონა ან არადამაკმაყოფილებელი პირობები.

რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი დასაქმებული არ ცხოვრობს(non conviventi) დამსაქმებელის სახლში?

თუ დასაქმებული მუშაობს და არ ცხოვრობს დამსაქმებელთან,(მუშაობს მხოლოდ დღის განმავლობაში), მაშინ Alloggio (საცხოვრებელი) არ ითვლება ხელფასის ნაწილად.

Vitto (კვება) კი აუცილებლად უნდა უზრუნველყოს დამსაქმებელმა სამუშაო საათებში, ან ამ თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს ხელფასში.

მაგალითად: თუკი მომვლელი მუშაობს დილის 9:00-დან საღამოს 18:00-მდე, ოჯახმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოს განმავლობაში ერთი კვება, ან ხელფასში დაემატოს შესაბამისი თანხა.

Vitto e alloggio (კვებისა და საცხოვრებლის) თანხა აუცილებლად უნდა შედიოდეს:

შვებულების (ferie),

მეცამეტე ხელფასის (tredicesima)

დღესასწაულების (festività) ანაზღაურებაში.

თუ ეს თანხა არ იქნება გათვალისწინებული, დამსაქმებელმა უნდა დაუმატოს შესაბამისი თანხა მომვლელის ხელფასს, რათა შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები სრულად იყოს დაცული.

აღსანიშნავია, რომ ეს თანხა არ შედის საბოლოო ანგარიშის(liquidazione, TFR) დაანგარიშების დროს.

სტატია ინფორმაციული ხასიათისაა და არ ცვლის კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას.

Vitto e Alloggio - კვება და საცხოვრებელი, მომვლელის შრომითი კონტრაქტი იტალიის კანონმდებლობის მიხედვით
იტალიის კოლექტიური ხელშეკრულება CCNL Lavoro Domestico (აგრეთვე „კონტრატი კოლფ–ბადანტი“) ავალდებულებს დამსაქმებლებს, რომ მათთან მცხოვრები მომვლელები, ძიძები და დამხმარე პერსონალმა ( conviventi ) მიიღოს არა-მარტო ფულადი ხელფასი, არამედ კვება და საცხოვრებელიც. ეს სოციალური პაკეტი კანონის მიხედვით წარმოადგენს retribuzione in natura და ითვლება ხელფასის განუყოფელ ნაწილად.

რას მოიცავს Vitto e Alloggio?

კომპონენტი

რას გულისხმობს

მინიმალური სტანდარტი

Vitto - კვება

სამუშაო დღის განმავლობაში დილის, შუადღის და საღამოს სრულფასოვანი კვება; ასევე შეუზღუდავი წვდომა ძირითად პროდუქტებზე, თუ შენ გვამზადებ.

საკვები უნდა იყოს „სათანადო, ჯანსაღი და საკმარისი“ (art. 36 CCNL).

Alloggio - საცხოვრებელი

ცალკე, დახურული ოთახი, საწოლი, კარადა/თარო, დასასვენებელი სივრცე.

ელექტროენერგია, წყალი, გათბობა და სუფთა ჰიგიენური პირობები აუცილებელია.

(გამონაკლისი შემთხევებისა და დასაბუთებული მიზეზების გარეშე საერთო ოთახის გამოყენება დაუშვებელია).

2025 წლის მონაცემები

CCNL-ის 2020 წ. ხელშეკრულების 38-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი 1 იანვარი ISTAT-ის ინფლაციის ინდექსის მიხედვით ახლდება კვებისა და საცხოვრებლის ფასი. 2025-ში კომისიამ დაადასტურა შემდეგი მაჩვენებლები:

ელემენტი

ღირებულება €

საუზმე/ლანჩი

2,31

ვახშამი

2,31

საცხოვრებელი

1,98

სულ დღეში

6,60

სულ თვეში (26 სამუშაო დღეზე)

171,60

რა ხდება, თუ დამსაქმებელი ვალდებულებას არ ასრულებს?

დასაქმებულს არახელსაყრელ პირობებზე ან არასათანადო კვების შესახებ შეაქვს საჩვარი

დარღვევა

შდეგი დამსაქმებლისთვის

დაცვის მექანიზმი მუშახელისათვის

კვების/საცხოვრებლის არ მისაღებად მიწოდება

ხელფასის დავალიანება + 30% ქსამხადიანი სანქცია

განცხადება INPS-ში ან INL-ში (Ispettorato Nazionale del Lavoro)

ხელფასიდან უკანონო დაქვითვა („იმიტ ვერ მივიღებდი საკვებს“)

ადმინისტრაციული ჯარიმა + დამატებითი შედუღებული პროცენტები

Modulo INL 31-ის შევსება, სასამართლო შრომითი დავა

რა ხდება მაშინ როდესაც მომვლელი დამსაქმებლის სახლში არ ცხოვრობს Non Conviventi ?

Alloggio: ხელფასში აღარ აისახება.

Vitto: სამუშაო საათებში ერთჯერადი კვება მაინც უნდა უზრუნველყოს საოჯახო დამსაქმებელმა ან ჩართოს 2,31 € თითო სამუშაო დღეზე ანაზღაურებაში.

მაგ.: 09:00-18:00 საათების მომვლელი, მიიღებს = ხელფასი + 2,31 € × სამუშაო დღეები.

Vitto e Alloggio არა-მარტო ჰუმანური, არამედ იურიდიული უფლებაა. 2025-ში დღიური 6,60 €-იანი და თვიური 171,60 €-იანი ღირებულება უკვე ინფლაციით კორექტირებულია; რასაკვირველია, ყოველი წლის იანვარში მაჩვენებლები ახლდება, ამიტომ საჭიროა მისი შემოწმება ყოველწიულად INPS/CCNL-ის ცნობებში.

სტატია ინფორმაციული ხასიათისაა და არ ცვლის კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას.