ქორწინების ბათილად ცნობა - ადვოკატი - advokati / iuristi - იურისტი